Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების 120 დღით გახანგრძლივება სურს
  • ახალი ამბები

უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების 120 დღით გახანგრძლივება სურს

NewsGeorgia მარტი 16, 2023
უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების 120 დღით გახანგრძლივება სურს

უკრაინა შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის 120 დღით გახანგრძლივების შესახებ, შეთანხმების პირობებს, რომელსაც მან ხელი გასულ წელს მოაწერა, დაიცავს. ინფორმაცია ამის შესახებ, სამშაბათს უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა გაავრცელა.

„ჩვენ მკაცრად მივყვებით შეთანხმებას“, განუცხადა სააგენტო “როიტერს” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გრუშკოს თქმით, შეთანხმება, რომელიც ეხმარება უკრაინას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი შეძლოს, არსებული პირობებით გაგრძელდა.

გრუშკომ თქვა, რომ გარიგება 60 დღით გახანგრძლივდა. სამშაბათს ცალკე რუსულმა წყარომ თქვა, რომ 60-დღიანი გახანგრძლივება ნიშნავს იმას, რომ 60 დღის შემდეგ ერთ-ერთმა მხარემ შეიძლება გარიგების შეწყვეტის საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.

თუმცა, უკრაინამ აღნიშნა, რომ ივლისის შეთანხმებაში ნათლად არის ნათქვამი, რომ გახანგრძლივება შესაძლებელია მინიმუმ 120 დღით და თავდაპირველი შეთანხმება უნდა შეიცვალოს, თუ მხარეებს სურთ ვადების შემცირება.

„რუსები მიხვდნენ, რომ 60 დღე ლეგალურად შეუძლებელია, ამიტომ ისინი ცდილობენ გამოსავლის პოვნას“, – განაცხადა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გაეროს და თურქეთის შუამავლობით გასულ ივლისსა და ნოემბერში გაგრძელდა.

ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ მას სურს გარიგების მინიმუმ ერთი წლით გახანძგრძლივება და შეთანხმებაში მიკოლაივის პორტების შეყვანაც.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას თურქეთში გასულ ივლისში მოაწერეს ხელი, უკრაინის პორტებიდან მილიონობით ტონა მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები გაიტანეს ექსპორტზე.

Tags: ახალი ამბები გახანგრძლივება დღით ექსპორტი ექსპორტის მარცვლეული მარცვლეულის რუსეთი სურს უკრაინა უკრაინას შეთანხმება შეთანხმების

Continue Reading

Previous: უკრაინა რუს სნაიპერებს 4 წლის ბავშვზე ძალადობაში და დედის ჯგუფურ გაუპატიურებაში სდებს ბრალს
Next: შაფერი: “ეს აშკარა ომის დანაშაულია”

კავშირშია

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

საინტერესო

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters
  • ახალი ამბები

NATO აკრიტიკებს პუტინს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო – Reuters

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.