აფეთქებები მოხდა რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. გამთენიისას, ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბელგოროდში და ბელგოროდის რაიონში ამოქმედდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. გლადკოვის თანახმად, შესაბამისი სამსახურები ხმელეთზე შედეგებს აზუსტებენ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი და ნგრევა არ არის.
ბოლო თვეებში, უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ოლქებიდან და ანექსირებული ყირიმიდან ხშირია ცნობები, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა.