Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • ორი მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა მანქანები საქართველოში
  • ეკონომიკა

ორი მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა მანქანები საქართველოში

NewsGeorgia January 24, 2023
ორი მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა მანქანები საქართველოში


ბოლო რამდენიმე წელიწადში ავტომანქანების ღირებულება მინიმუმ 20 პროცენტით არის გაზრდილი. რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და პანდემია – მიზეზებზე საუბრისას იმპორტიორები ამ ორ მიზეზს ასახელებენ.

ირაკლიმ თავის პირველ მანქანაში 2015 წელს 2600 დოლარი მისცა. ორი წელი ატარა და 1000 დოლარით ძვირად გაყიდა.

„2019 წელს „ტოიოტა აკვა“ მყავდა, მაშინ 4 000 დოლარი ღირდა, ახლა 6 000 დოლარი მაინც ღირს. ყველა ასეთი მანქანა, რომელიც 10 000 დოლარამდე ჯდებოდა, 1500-2000 დოლარით მაინც არის გაძვირებული. ახლა მანქანა რომ იყიდო, სულ მცირე 7 000 დოლარი გინდა“, – ამბობს ირაკლი.

მანქანების გაძვირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საბაჟო გადასახადი გაიზარდა. კარგად შენახული, იაპონური მანქანები 1700-2000 დოლარი ჯდებოდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო.

„ბაზარი მთლიანად ამერიკულ მანქანებზე გადავიდა. ამერიკული მანქანების 99% კი დაზიანებული, დამტვრეულია. მათ შესაკეთებლად ნაწილები აზიიდან უნდა ჩამოიტანო, აქაც გაიზარდა ტრანსპორტირების ფასი. ხელოსნებიც აღარ ჰყოფნიდა მანქანების შეკეთებას და მომსახურების ფასმაც აიწია“, – ამბობს კომპანია „იამატოს“ მმართველი პარტნიორი პაატა მაისურაძე.

2020 წელს ბევრი ელოდა, რომ პანდემიის გამო მანქანებზე ფასები დაიკლებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა ავტომობილების წარმოება შეაფერხა. მოთხოვნა გაიზარდა მეორეულ მანქანებზე ანუ სწორედ იმ სეგმენტზე, რომელიც საქართველოს აინტერესებდა. გაძვირდა მანქანების ჩამოყვანაც.

„ახლა 20 პროცენტით მაინც არის გაზრდილი ფასები, თუ მეტით არა. გააჩნია მოდელს. დღეს ძირითადად მაინც ჰიბრიდებზე, ეკონომიურ მანქანებზეა მოთხოვნა“, – გვიხსნის პაატა მაისურაძე.

კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ მარკეტინგის მენეჯერი იოსებ რეხვიაშვილი ამბობს, რომ პანდემიის დროს დარღვეული მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი ბოლომდე დღემდე არ აღმდგარა:

„კომპანიებმა რომ დაიწყეს ახალი ავტომობილების წარმოება, ამერიკაში ფასებმა მცირედით, მაგრამ მაინც დაიწია. მაგრამ ეს ყველა მოდელს არ ეხება“.

თბილისი – 2018 წელი

უკრაინის ომი და რუსეთში გადაყვანილი მანქანები

იმპორტიორები ამბობენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა.

„მოთხოვნა ისეთ ქვეყნებში გაიზარდა, საიდანაც არაოფიციალურად მანქანები რუსეთში გადაჰყავთ, მაგალითად, სომხეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში. ჩვენ ყველანაირად ვემიჯნებით ამ სიტუაციას, მაგრამ მეზობელ ქვეყნებში მოთხოვნა რომ გაზრდილია, ამას ვხედავთ, – ამბობს იოსებ რეხვიაშვილი, – ადრე საქართველოში „ჰუნდაი ელანტრას“ 5-6 000 დოლარად იყიდდი, ახლა 10 000 დოლარი ღირს. ძვირიან მანქანებზეც მატულობს ფასები, აქაც რუსეთის გამო. ცდილობენ, უფრო ახალი მანქანები გადაიყვანონ რუსეთში. თუ ადრე ცენტრიდან გამოყვანილი G კლასის „მერსედესი“ 150 ათასი დოლარი ღირდა, ახლა იგივე მანქანა, გამოყვანილი და ცოტა ხანს ნატარები, 200 ათასი დოლარი ღირს“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 904 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 16 პროცენტია.

ასევე სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში გავიდა 75 620 მილიონი დოლარის ავტომობილი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტია.

Tags: ავტომანქანა ავტომობილების ექსპორტი ეკონომიკა

Continue Reading

Previous: მასკი სასამართლოში ჩვენებას მისცემს
Next: დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ავიახაზებს უამრავი პრობლემა შეუქმნა

კავშირშია

გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული? გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული?
  • ეკონომიკა

გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული?

ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა
  • ეკონომიკა

ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა

რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში
  • ეკონომიკა

რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში

საინტერესო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს
  • ახალი ამბები

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა
  • ახალი ამბები

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა

სუსში “რევოლუციური სცენარის” საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს „კანვასის“ წევრები სუსში “რევოლუციური სცენარის” საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს „კანვასის“ წევრები
  • ახალი ამბები

სუსში “რევოლუციური სცენარის” საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს „კანვასის“ წევრები

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.