Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • საქართველო
  • მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრება
  • საქართველო

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრება

NewsGeorgia January 15, 2023
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრება



პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 9 იანვარს, მიმდინარე სასამართლო სხდომას არ ესწრება. სხდომის გახსნის წინ მოსამართლე გიორგი არევაძემ ექსპრეზიდენტის სასამართლოზე გამოუცხადებლობის მიზეზზე მიწოდებული ინფორმაცია წაიკითხა.

“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილი გამოცხადებას ან ჩართვას: წარმოდგენილია პენიტენციური სამსახურის ოქმი, რომლის მიხედვითაც, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს, მისივე განმარტებით, პროცესზე დასწრებას ან დისტანციურად ჩართვას. ასევე, თანხმობა განაცხადა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების დასწრებით გაგრძელდეს ამ შუამდგომლობის განხილვა”, – თქვა მოსამართლემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დისტანციურად ჩაერთვება ამერიკელი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ემანუელ ლახანი.

სხდომის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი აქციას მართავს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა, ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა “ვივამედშია”. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

Tags: აქცია ახალი ამბები მიხეილ სააკაშვილი სასამართლო საქართველო

Continue Reading

Previous: მაკფოლი: თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა ეს იქნება ის, რითაც საქართველო მსოფლიოს დაამახსოვრდება
Next: „კუდიანებზე ნადირობა ქართულად“ – „შენ ჩაეწერე უცხოეთის აგენტად?“

კავშირშია

ნიუ-ჯერსიში ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია ჩატარდა ნიუ-ჯერსიში ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია ჩატარდა
  • საქართველო

ნიუ-ჯერსიში ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია ჩატარდა

“ოდა“: „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ვინც ეთანხმებით, ჩვენი კარი ღიაა“ “ოდა“: „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ვინც ეთანხმებით, ჩვენი კარი ღიაა“
  • საქართველო

“ოდა“: „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ვინც ეთანხმებით, ჩვენი კარი ღიაა“

გაერო და საქართველო-ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა ნიუ-იორკში გაერო და საქართველო-ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა ნიუ-იორკში
  • საქართველო

გაერო და საქართველო-ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა ნიუ-იორკში

საინტერესო

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს
  • ახალი ამბები

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა
  • ახალი ამბები

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.