ყაზახეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო 29 აპრილს აცხადებდა, რომ იმ მოქალაქეთაგან, რომელთა ევაკუაციის აუცილებლობა ჩრდილოეთში უპრეცედენტო წყალდიდობამ შექმნა, 38 521 ადამიანი დაბრუნდა სახლებში.
საერთო ჯამში ევაკუირებული იყო 120 000-მდე ადამიანი, მათ შორის 44 000 ბავშვი. წყალდიდობა გამოიწვია სწრაფად დამდგარმა თბილმა ამინდმა, რის შედეგადაც დაიწყო დიდი ოდენობის თოვლის დნობა.
სამინისტროს განცხადებით, წყლის დონის კლების ფონზე არეალებს ტოვებს იქ მივლენილი სამხედრო პერსონალის და სამაშველო გუნდების ნაწილი.