Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • “ზუგდიდი არასოდეს შემცდარა თავის არჩევანში” – ზუგდიდელი “ნაციონალები” მელიას უჭერენ მხარს
  • ახალი ამბები

“ზუგდიდი არასოდეს შემცდარა თავის არჩევანში” – ზუგდიდელი “ნაციონალები” მელიას უჭერენ მხარს

NewsGeorgia January 21, 2023
“ზუგდიდი არასოდეს შემცდარა თავის არჩევანში” – ზუგდიდელი “ნაციონალები” მელიას უჭერენ მხარს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას უჭერს მხარს. ამის შესახებ ფრაქციის წარმომადგენლებმა 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ორი პოლიტპატიმარი გვყავს – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ამიტომ ჩვენი დღის წესრიგი უნდა ყოფილიყო სხვა, მაგრამ რადგან ამ რეალობაში აღმოვჩნდით, არ ვაპირებთ არავის ლანძღვა-გინებას. ზუგდიდი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის განმავლობაში არასოდეს არ შემცდარა თავის არჩევანში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას და დიდ პატივისცემას გამოვხატავთ ამ პროცესის მიმართ. მოვუწოდებთ ყველას, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კორექტულები, რათა, როდესაც არჩევნები დამთავრდება ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს და გავაგრძელოთ ბრძოლა ოლიგარქის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მტერია. ჩვენ არ ვართ სხვადასხვა მხარეს. ჩვენ, მთელი პარტია ვდგავართ ერთ მხარეს“, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.
ფრაქციის წევრებმა კომენტარი გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ“. ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, „მელიას ასეთი საკითხებისთვის არ სცალია“.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვას, ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ მერაბიშვილს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ.
ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. კენჭისყრა ფარული იქნება. პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ენმ-ის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან.
13 იანვარს პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი გამოაცხადა. ამომრჩეველთა ვინაობას სპეციალური კომისია ამოწმებს.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: „უკრაინას არ სჭირდება ბახმუტის დაცვა ნებისმიერ ფასად“ – აშშ-ის ოფიციალური პირი
Next: უკრაინამ განაცხადა, რომ 18 იერიში განახორციელა რუსეთის ჯარების დაჯგუფებებზე

კავშირშია

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

საინტერესო

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.