Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ზელენსკიმ ოთხ უკრაინელს მოქალაქეობა ჩამოართვა
  • ახალი ამბები

ზელენსკიმ ოთხ უკრაინელს მოქალაქეობა ჩამოართვა

NewsGeorgia January 15, 2023
ზელენსკიმ ოთხ უკრაინელს მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღალატში ეჭვმიტანილ ოთხ უკრაინელ დეპუტატს მოქალაქეობას ართმევს, მათ შორის სამი აკრძალული, პრორუსული პარტიიდანაა.

ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ნაბიჯი ანდრეი დერკაჩის, ტარას კოზაკის, რენატ კუზმინის და ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ “უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით” გადადგა.

მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთმა უკრაინაში არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სულ მცირე სამი მათგანი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა. ყველას წინააღმდეგ ღალატის ბრალდებით საქმეა აღძრული და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„თუ ხალხის არჩეული წარმომადგენლები აირჩევენ ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ მკვლელებს, რომლებიც მოვიდნენ უკრაინაში, მაშინ ჩვენი ქმედებები სათანადო იქნება“, – თქვა ზელენსკიმ ერისთვის თავის ღამის ვიდეო-მიმართვაში.

მან დასძინა, რომ ეს არაა “ბოლო ასეთი გადაწყვეტილება”.

დერკაჩი, კოზაკი, კუზმინი და მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტში, უმაღლეს რადაში, ოპოზიციური პლატფორმის “სიცოცხლისთვის” წევრები არიან, რომელიც ამჟამად უკრაინაში აკრძალულია. კოზაკმა უკრაინა 2021 წელს დატოვა.

დერკაჩი ორ ათწლეულზე მეტია უკრაინელი კანონმდებელია. გამომძიებლები მას რუსეთის სამართალდამცავი და სადაზვერვო სააგენტოებისგან “2019-2022 წლებში უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული ქმედებებისთვის” ნახევარ მილიონ დოლარზე მეტის მიღებაში ადანაშაულებენ. თებერვლის შემდეგ ის პარლამენტის სხდომას არ დასწრებია.

მედვედჩუკიც დიდი ხანია უკრაინელი პოლიტიკოსია, რომლის ქალიშვილის ნათლიაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ის აპრილში დააკავეს და რუსეთს სექტემბერში პატიმრების გაცვლის დროს გადასცეს.

მოქალაქეობაჩამორთმეული ოთხი დეპუტატიდან არც ერთი ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას საჯაროდ არ გამოხმაურებია.

Tags: ახალი ამბები ზელენსკი მედვედჩუკი რუსეთი უკრაინა

Continue Reading

Previous: ქაბულში მომხდარ აფეთქებას 5 ავღანელი ემსხვერპლა, დაშავდა 40
Next: რუსეთში კიდევ 20-მდე ყირიმელ თათარს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

კავშირშია

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

საინტერესო

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.