Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ზელენსკი: “სოლედარსა და ბახმუტში ჯარს შეუფერხებლად მივაწვდით ყველაფერს, რაც საჭიროა”
  • ახალი ამბები

ზელენსკი: “სოლედარსა და ბახმუტში ჯარს შეუფერხებლად მივაწვდით ყველაფერს, რაც საჭიროა”

NewsGeorgia January 15, 2023
ზელენსკი: “სოლედარსა და ბახმუტში ჯარს შეუფერხებლად მივაწვდით ყველაფერს, რაც საჭიროა”



უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ბახმუტსა და სოლედარში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს მიაწვდიან ყველაფერს, რაც დონეცკის რეგიონში რუსეთის იერიშის მოსაგერიებლადაა საჭირო.

უკრაინის შეიარაღებული ძალები, პრეზიდენტის თქმით, შეფერხებების გარეშე მიიღებს ამუნიციას და ყველა სხვა საჭირო იარაღსა და აღჭურვილობას. ამის შესახებ ზელენსკის განცხადება მის ოფიციალურ “ტელეგრამ” არხში სამხედრო ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ ქალაქ სოლედარზე კონტროლი მოიპოვა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ქალაქისა და მისი შემოგარენისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება.

გასულ ღამით რუსულმა ძალებმა სოლედარის დასაბომბად არტილერია და რაკეტები გამოიყენეს. ქალაქი, რომელიც ბახმუტის მსგავსად მარილის საბადოებით იყო ცნობილი, ამ უკანასკნელისგან ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარეობს და შესაძლოა, რუსების კონტროლქვეშ გადასვლის შემდეგ ბახმუტზე იერიშისთვის უფრო წარმატებულ პლატფორმადაც იქცეს.

“უმწვავესი და უმძიმესი ბრძოლები დღეს სოლედარის ზონაში მიმდინარეობს. მიუხედავად რთული სიტუაციისა, უკრაინელი ჯარისკაცები შეუპოვრად იბრძვიან”, – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი.

Maxar Technologies-ის მიერ გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ რამდენიმეკვირიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ ქალაქი სოლედარი მძიმედაა დაზიანებული და თითქმის მიწასთანაა გასწორებული.

დონეცკში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქში “წინააღმდეგობის მცირე ჯგუფები” აგრძელებენ ბრძოლას. ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინსიტრო ამბობდა, რომ იერიში წარმატებით მიმდინარეობდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი, მართალია ქალაქი რუსეთის ძალებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს, მაგრამ “დონეცკის ხაზი შენარჩუნებულია”.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ბაიდენის ყოფილ ოფისსა და სახლში სამთავრობო დოკუმენტების აღმოჩენას სპეციალური გამომძიებელი შეისწავლის
Next: აღმოჩენილია პრეზიდენტობამდე ბაიდენის კუთვნილი საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია

კავშირშია

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საინტერესო

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.