Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ზელენსკი: მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია
  • ახალი ამბები

ზელენსკი: მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია

NewsGeorgia January 19, 2023
ზელენსკი: მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია



დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული „უკრაინული საუზმის“ პანელზე ვიდეოზარის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ “მთლად კარგად ვერ ვხდება ვინ იღებს დღეს კრემლში გადაწყვეტილებებს” და “საერთოდ ცოცხალია თუ არა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახსენა პუტინის სატელევიზიო გამოსვლა, რომელიც ზოგი სპეციალისტის მოსაზრებით მოგვიანებით ნაჩვენები ფონისგან განსხავავებულ ადგილას ჩაიწერა. ასეთივე იყო, ზელნსკის სიტყვებით, პუტინის საახალწლო ვიდეოც, რომლის ფონადაც რუსეთის არმიის სამხედრო ფორმაში ჩასმული ადამიანები გამოიყენეს. ზელენსკის სიტყვებით პუტინი ეკრანებზე სპეციალურ ფონზე ჩნდება, რომელზეც მოგვიანებით ვიდეორედაქტორის მეშვეობით ნებისმიერი გამოსახულების დადებაა შესაძლებელი. ამიტომ გაუგებარია “ის საერთოდ ცოცხალია თუ არა”.

„დღეს მე მთლად კარგად არ მესმის ვისთან ვილაპარაკო და რაზე, დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ქრომაკზე (ერთი ტონალობის მქონე ფონი ვიდეო მონტაჟისთვის ) ჩნდება, რომ ეს ის არის. მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ცოცხალია ან რომ ის იღებს გადაწყვეტილებს ან ვინ იღებს იქ გადაწყვეტილებებს, ხალხის რომელი წრე, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. კარგად არ მესმის, როგორ შეიძლება ევროპელ ლიდერებს დაჰპირდე ერთს და მეორე დღეს დაიწყო სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ბოლომდე ვერ ვიგებ ვისთან გვაქვს საქმე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ „მშვიდობიან მოლაპარაკებაზე”, მთლად კარგად არ მესმის, ვისთან. ჩვენ, ახლა თქვენთან ვურთიერთობთ – თქვენ ზუსტად იცით ვინ ვარ, მეც ზუსტად ვიცი თქვენ ვინ ხართ, ჩვენი ცხოვრების მოწმეები არსებობენ და თუნდაც სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდეთ, შეგვიძლია მივაღწიოთ კონსენსუსს. მეჩვენება, რომ რუსეთმა ჯერ უნდა მოძებნოს “ვინმე” და მერე შემოგვთავაზოს “რაღაც”,- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ისტორიაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ღრმა ორმო გათხარა რუსეთისა და უკრაინის ხალხს შორის.

„ჩვენს შორის უფსკრული ღმაა, მაგრამ ეს მათ გათხარეს, სწორედ პუტინი დგას ნიჩბით და ამ ნიჩბით დარჩება ისტორიაში“, -თქვა ვოლიდიმირ ზელენსკი.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის 12-მა მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი საცხოვრებელი. გაეროს 2022 წლის დეკემბრის პირველი რიცხვების მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა უკრაინის 6702 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 424 ბავშვი. ორგანიზაციის თანახმად, მონაცემები შესაძლოა, არ იყოს სრულყოფილი.

15 ნოემბერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის 10-პუნქტიანი “მშვიდობის ფორმულა” წარუდგინა “დიდი ოცეულის”(G20) ლიდერთა სამიტს, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩატარდა.

ზელენსკის 10-საფეხურიანი მშვიდობის ფორმულის წინადადებები სრულად არ გასაჯაროებულა. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა დეკემბერში გაეროში განაცხადა, რომ ფორმულა მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას, კიევისთვის ომის კომპენსაციის საფასურის გადახდას, დასავლეთის ქვეყნების მიერ კიევისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაწევას, რუსულ რესურსებზე ფასების შეზღუდვას და ტერიტორიული საზღვრების აღდგენას. რუსეთში თქვეს, რომ ამ პირობების შესრულებისთვის მზად არ არიან.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც კრემლს ძალების აღდგენის, შეთანხმების მალევე დარღვევის, ტერორის და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერიის დაწყების შესაძლებლობას მისცემს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ახალი რეალობა, რომლის თანახმადაც, უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონს რუსეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.



Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ევროპარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას
Next: საფრანგეთში ფართომასშტაბიანი გაფიცვა იმართება საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ

კავშირშია

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს
  • ახალი ამბები

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

საინტერესო

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს
  • ახალი ამბები

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.