Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • WP: ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი
  • ახალი ამბები

WP: ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი

NewsGeorgia January 20, 2025
WP: ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი



ბალტიის ზღვაში სატვირთო გემების მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ელექტროკაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ევროპის და აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებში ამ საკითხზე კონსენსუსი ყალიბდება.

ერთ-ერთი ასეთი ტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა.

The Washington Post-ის წყაროთა თანახმად, ევროპელ და ამერიკელ გამომძიებლებს ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ იმის ნიშნები, რომ კომერციული გემების მიერ ღუზებით კაბელების დაზიანება წინასწარ განზრახული ქმედება იყო, ან მოსკოვის მითითებით მოხდა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, დღემდე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ ინციდენტები გამოწვეული იყო ცუდი მომსახურების მქონე გემების ეკიპაჟების გამოუცდელობით.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს ფინეთმა დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია 25 დეკემბერს, ბალტიის ზღვაში ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა ელექტროკაბელის Estlink 2-ის დაზიანებაში.

კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერის კაპიტანი და ეკიპაჟის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეები არიან.

გამოცემა The Washington Post-ის წყაროთა თანახმად, ფინეთის დაზვერვის სამსახური საერთო ჯამში, იზიარებს დასავლელი კოლეგების შეფასებას, რომ ელექტროკაბელის დაზიანება შემთხვევითობა იყო, თუმცა, რუსეთის ჩარევას ჯერჯერობით სრულად არ გამორიცხავს. ფინეთში გამოძიება გრძელდება.

არსებობს ვარაუდი, რომ ტანკერი Eagle S ნაწილია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის, რომელიც უკრაინაში ომის გამო მოქმედი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ახდენს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას.

2024 წლის 17 ნოემბერს, ბალტიის ზღვაში დაზიანდა ფინეთის და შვედეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ვერსია იყო საბოტაჟი, თუმცა 3 დეკემბერს შვედეთის პოლიციამ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით, ინციდენტი არ გამოუწვევია განზრახ ქმედებას.

2024 წლის 18 ნოემბერს ბალტიის ზღვაში დაზიანდა გერმანია-ფინეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც. ორივე შემთხვევაში ეჭვმიტანილია ჩინეთის გემი Yi Peng 3.

Tags: Eagle S არა ახალი ამბები ბალტიის ბალტიის ზღვა და დაზიანება ზღვაში იყო კაბელების კაბელების დაზიანება რუსეთის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი საბოტაჟი სავარაუდოდ შემთხვევითობა

Continue Reading

Previous: ისრაელმა გაათავისუფლა 90 პალესტინელი პატიმარი
Next: რუსეთის ქალაქი ყაზანი ისევ დრონების სამიზნე იყო

კავშირშია

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.