Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ვოლსკის თქმით, ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩატარება პროვოკაცია იყო
  • ახალი ამბები

ვოლსკის თქმით, ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩატარება პროვოკაცია იყო

NewsGeorgia January 17, 2023
ვოლსკის თქმით, ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩატარება პროვოკაცია იყო



საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ყვარელში ილია ჭავჭავაძის შესახებ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩატარება პროვოკაცია იყო. პარტია “ქართული ოცნების” წევრმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ “დაგეგმილ პროვოკაციას” ადამიანების ჯგუფი “წამოეგო”.

“ლექციის ჩაშლას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არამარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს “ალტ-ინფო” წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი.

რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც რასაკვირველია პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს “ალტ- ინფო”, ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია… ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში”, – თქვა გია ვოლსკიმ.

ორი დღის წინ, 15 იანვარს ყვარელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძეზე ლექციის წაკითხვის საშუალება.

როგორც რადიო თავისუფლებას ყვარელში “ევროკლუბის” დამფუძნებელმა ნიკა გურინმა უთხრა, ლექციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, ოფისთან შენიშნა მისთვის უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ბერძენიშვილს არ მისცა შენობაში შესვლის უფლება.

მოგვიანებით “კონსერვატიულმა მოძრაობამ” დაადასტურა, რომ ყვარელში მათმა მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი ბერძენიშვილს ლექციის ჩატარებაში.

2022 წლის ზაფხულის დასაწყისში ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმისთვის, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვდნენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: საქართველო მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD-სგან 55,6 მლნ ევროს მიიღებს
Next: რუსეთში განაგრძობს მოქმედებას პუტინის ბრძანებულება უკრაინაში ომისთვის მობილიზაციის შესახებ

კავშირშია

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
  • ახალი ამბები

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

საინტერესო

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
  • ახალი ამბები

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.