Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • ვაშინგტონში დიდი ოცეულის შეხვედრაზე რუსეთის ყოფნას პროტესტი მოჰყვა
  • პოლიტიკა

ვაშინგტონში დიდი ოცეულის შეხვედრაზე რუსეთის ყოფნას პროტესტი მოჰყვა

NewsGeorgia January 15, 2023
ვაშინგტონში დიდი ოცეულის შეხვედრაზე რუსეთის ყოფნას პროტესტი მოჰყვა



ოთხშაბათს, დიდი ოცეულის შეხვედრის დროს, შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლების ყოფნაზე პროტესტის ნიშნად, ბრიტანეთის, შეერთებული შტატების და კანადის უმაღლესი რანგის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრა დემონსტრატიულად დატოვეს. დიდი ოცეულის ბევრი წევრი სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში მოსკოვის ომი დაგმო, რაც წამყვანი ეკონომიკების ბლოკში ღრმა გათიშულობის მაჩვენებელი გახდა.

ინდონეზიის ფინანსთა მინისტრმა, რომელიც ვაშინგტონში შეხვედრის თავმჯდომარე იყო, აღიარა, რომ ორგანიზაცია უმაგალითო გამოწვევების წინაშე იდგა, მაგრამ წევრებს გლობალური ეკონომიკური ზრდის დაბრკოლებების გადასალახად თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დიდ ოცეულში შედიან დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც მოსკოვს უკრაინაში ომის დანაშაულში დასდეს ბრალი და ასევე ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია და სამხრეთ აფრიკა, რომლებიც კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ დასავლურ სანქციებს არ შეუერთდნენ.

ინდონეზიის ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ შეხვედრის დროს ბევრმა ქვეყანამ ომის წინააღმდეგ ისაუბრა, თუმცა მას ეს ქვეყნები არ დაუსახელებია.

სააგენტო „როიტერს“ ორმა წყარომ უთხრა, რომ შეხვედრის დატოვებამდე, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა მონაწილეებს უთხრა, რომ შეხვედრაზე რუსეთის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირის ყოფნას მკაცრად გმობდა. მას შეუერთდნენ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ინგლისის ბანკის მმართველი ენდრიუ ბეილი, კანადის ფინანსთა მინისტრი ქრისტია ფრილენდი და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ქრისტინ ლაგარდი.

შეხვედრის დეტალებში ჩახედულმა წყარომ თქვა, რომ დარბაზი დატოვეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმაც, რომლებიც ვაშინგტონში მილიარდობით დოლარის დამატებითი ფონდების მოსაძიებლად იმყოფებიან.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ, შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, მონაწილეების დარბაზიდან დემონსტრატიული გასვლა არ ახსენა.

Tags: ახალი ამბები დიდი 20 ეკონომიკა პოლიტიკა რუსეთის აგრესია უკრაინაში სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ფინანსთა მინისტრები

Continue Reading

Previous: გამბიელი კაცი, რომელმაც ტირანი აიტაცა და ისტორია დაწერა
Next: თბილისში, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

კავშირშია

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

“ერთი მაყურებლისთვის” – ჯერ ცეცხლის შეწყვეტა თუ ჯერ მოლაპარაკებები “ერთი მაყურებლისთვის” – ჯერ ცეცხლის შეწყვეტა თუ ჯერ მოლაპარაკებები
  • პოლიტიკა

“ერთი მაყურებლისთვის” – ჯერ ცეცხლის შეწყვეტა თუ ჯერ მოლაპარაკებები

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.