ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებული დმიტრო ლუბინეცი იტყობინება, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოხერხდა 15 ბავშვის დაბრუნება. მისი სიტყვებით, ბავშვები უკრაინაში დაბრუნდნენ მშობლებთან და კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად.
ლუბინეცის თანახმად, საქმე ეხება ბავშვებს ხარკოვისა და ხერსონის ოლქების იმ ქალაქებიდან, რომლებიც რუსეთის ჯარებს აქვთ ოკუპირებული.
მთლიანობაში ომის დაწყებიდან მოხერხდა 300-ზე მეტი ბავშვის დაბრუნება.
„ყველა გამოწვევის მიუხედავად, განვაგრძობთ მუშაობას, რათა უკრაინელებმა შეძლონ ნათესავების ნახვა და საკუთარ მიწაზე ყოფნა. ეროვნული საინფორმაციო ბიუროს მონაცემებით, დღეისთვის უკრაინის ტერიტორიაზე 308 ბავშვი დაბრუნდა,“ დაწერა ომბუდსმენმა.
17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს თანახმად, მათ შეიძლება პასუხი აგონ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის.