უკრაინის სახალხო დეპუტატი და მმართველი პარტიას „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლაი ტიშჩენკო 26 იანვარს გარიცხეს მმართველი პარტიიდან. უკრაინული მედიის თანახმად ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ელენა შულიაკმა მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტარი ფრაქციასთან შეუთანხმებლად 27 იანვარს ტაილანდში გამგზავრებას და ადგილობრივ უკრაინულ სათვისტომოსთან შეხვედრას გეგმავდა.
“დარწმუნებული ვარ, არავის სჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ყველა საბოლოოდ მიხვდება, თუ რაში მდგომარეობს ომში მყოფი ქვეყნის დეპუტატის მუშაობა”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია, დეპუტატ ტიშჩენკოს მმართველი პარტიიდან გარიცხვას.
23 იანვარს უკრაინის პრეზიდენტთან არსებულმა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს ყველა დონის სახელმწიფო მოხელეს და მათ შორის სახალხო დეპუტატებს “არასახელმწიფოებრივი მიზნებით” საზღვარგარეთ სიარულს უკრძალავს.
ნიკოლაი ტიშჩენკოს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.