Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • უკრაინის კულტურის მინისტრი ბუბა კიკაბიძეზე: გმირები არ კვდებიან
  • ახალი ამბები

უკრაინის კულტურის მინისტრი ბუბა კიკაბიძეზე: გმირები არ კვდებიან

NewsGeorgia January 19, 2023
უკრაინის კულტურის მინისტრი ბუბა კიკაბიძეზე: გმირები არ კვდებიან



უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო თბილისში ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდს დაესწრო. მან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში), სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, თქვა, რომ უკრაინაში აფასებენ კიკაბიძის არა მხოლოდ ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციებსაც.

“ომის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ყოველდღე იღუპება ხალხი, ჩვენთვის, უკრაინის მთავრობისთვის და უკრაინის პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ უდიდესი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას. უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ მის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას”, – თქვა მან.

ალექსანდრ ტკაჩენკომ ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრებილ ადამიანებს ქართულ ენაზეც მიმართა:

“რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში როცა იღუპებიან მებრძოლები, მაშველები, ექიმები ამბობენ, რომ “გმირები არ კვდებიან”. ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს – გმირები არ კვდებიან”.

ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა: “მიმინო“ (1977), “არ დაიდარდო” (1969), “ვერის უბნის მელოდიები” (1973) და სხვა.

ქართველი კინომსახიობი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მოქმედი, მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან”.

ბუბა კიკაბიძეს დღეს, 19 იანვარს, თბილისში, ვერის სასაფლაოზე ცოლისა და დედის გვერდით დაკრძალავენ.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ზელენსკი: მადლობას ვუხდით ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის
Next: სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

კავშირშია

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.