Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • უკრაინელ მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს – გამონაკლისი მივლინებაა
  • ახალი ამბები

უკრაინელ მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს – გამონაკლისი მივლინებაა

NewsGeorgia January 24, 2023
უკრაინელ მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს – გამონაკლისი მივლინებაა



უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის პერიოდში, სახელმწიფო მოხელეები უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლას შეძლებენ მხოლოდ სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი ბრძანებულება 23 იანვარს გამოსცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს ინფორმაციით, სახელმწიფო მოხელეებს მივლინებების გარდა საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს მას შემდეგ, რაც სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა უსაფრთხოების საბჭოს წარუდგინა მონაცემები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. სტატისტიკა დაკონკრეტებული არ არის.

უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინოვნიკები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ დასასვენებლად, ან სხვა მსგავსი მიზნით გამგზავრებას და თუ ვინმეს დასვენება ახლა სურს, ეს შეუძლია სახელმწიფო სამსახურს მიღმა გააკეთოს.

საზღვარგარეთ მივლინების გარეშე გამგზავრება ეკრძალება მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პრეზიდენტის ოფისის, უსაფრთხოების სამსახურის, კონტროლის პალატის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და პარლამენტის დეპუტატებს.

ბოლო ხანს, უკრაინული მედიასაშუალებებით გამოქვეყნდა არაერთი მასალა იმის შესახებ, რომ რუსეთთან ომის დროს, უკრაინელი სახელმწიფო მოხელეები საზღვარგარეთ ისვენებენ. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია ეხებოდა გენერალური პროკურორის მოადგილე ოლექსი სიმონენკოს, რომელმაც გასული წლის ბოლოს, საახალწლო შვებულება ოჯახთან ერთად ესპანეთში გაატარა. 23 იანვარს, ღამით გამოცემა “უკრაინსკა პრავდა”-მ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ სიმონენკომ თანამდებობა დატოვა.

Tags: ახალი ამბები ვოლოდიმირ ზელენსკი ომი უკრაინაში უკრაინელი მაღალჩინოსნები

Continue Reading

Previous: ერდოანი შვედეთს: სტოკჰოლმში აქციების შემდეგ, ნუ გექნებათ ნატოში გაწევრიანების საკითხში თურქეთის მხარდაჭერის მოლოდინი
Next: მედიის ცნობით, თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანმა

კავშირშია

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს “შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს
  • ახალი ამბები

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

საინტერესო

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს “შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს
  • ახალი ამბები

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.