უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს გაეროს ეწვიოს, და 193-წევრიან გენერალურ ასამბლეას მიმართოს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ერთი წლის თავზე, 24 თებერვალს, თუკი ამის საშუალებას მისცემს არსებული ვითარება – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ემინე ჯეპარი (ჯეპაროვა).
სააგენტო ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ამ ვიზიტის განხორციელებისთვის ბევრი ფაქტორის ერთობლიობა იქნება საჭირო, პირველ რიგში ადგილზე შექმნილი სამხედრო ვითარების მხრივ. ჯეპარმა მოიხმო უკრაინის სადაზვერვო სამსახურის გაფრთხილება, რომ რუსეთი ემზადება “ძალიან სერიოზული თავდასხმისთვის თებერვალში”.