Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • უკრაინა ამბობს, რომ ბელარუსის საზღვრიდან მომავალი საფრთხისთვის მზად უნდა იყოს
  • ახალი ამბები

უკრაინა ამბობს, რომ ბელარუსის საზღვრიდან მომავალი საფრთხისთვის მზად უნდა იყოს

NewsGeorgia January 15, 2023
უკრაინა ამბობს, რომ ბელარუსის საზღვრიდან მომავალი საფრთხისთვის მზად უნდა იყოს



უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ძალები ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ, როგორც ბელარუსის საზღვართან, ისე სხვა რეგიონებში.

ზელენსკი დასავლეთ რეგიონში ჩავიდა და საზღვრის დაცვის საკითხებზე ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმსჯელა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკრაინის წამყვანი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ ახლო მომავალში შესაძლოა რუსეთმა უკრაინას ჩრდილოეთიდან კიდევ ერთხელ შეუტიოს. ეს რუსეთმა ომის დასაწყისში ერთხელ უკვე სცადა, თუმცა კიევზე იერიში წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების შეფასებით, მართალია რუსეთ-ბელარუსის საზღვართან ახლახან ახალი საჰაერო ძალები განთავსდა, მაგრამ თვის ბოლოს დაგეგმილი რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები შესაძლოა უკრაინაზე ახალ სახმელეთო შეტევას არ უძღოდეს წინ.

ბელარუსი რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ხელს წლის დასაწყისიდან უწყობდა, თუმცა ოფიციალურად მისი ძალები საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ. კიევი მინსკს გამუდმებით ადანაშაულებს რუსული ჯარისთვის უკრაინის წინააღმდეგ პლატფორმად გამოყენების შესაძლებლობის მიცემაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ქალაქ ლვივშიც ჩავიდა, ამბობს, რომ ადგილობრივ ლიდერებთან ერთად საზღვართან დაკავშირებულ სიტუაციას, ოპერატიულ ინფორმაციას და შეფასებებს გაეცნო.

“ჩვენ გვესმის, რომ ძლიერი განცხადებების გარდა, აქ ვერაფერს ძლევამოსილს ვერ ვხედავთ. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მზად უნდა ვიყოთ როგორც საზღვარზე, ისე სხვა რეგიონებში”, – თქვა ზელენსკიმ.

Tags: ახალი ამბები ომი უკრაინაში

Continue Reading

Previous: პოლონეთი უკრაინისთვის “ლეოპარდების” მიწოდებას “კოალიციის ფარგლებში” აპირებს
Next: ბაიდენი ამბობს, რომ საიდუმლო დოკუმენტების მის ძველ ოფისში აღმოჩენით გაკვირვებულია

კავშირშია

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

საინტერესო

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე
  • ახალი ამბები

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.