UFC-ის ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, მილიონ-მილიონ ლარს გადასცემენ. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
„სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება სჭირდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
15 სექტემბერს 33 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი გახდა, სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში. დვალიშვილმა ლას ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა.
2024 წლის UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი (ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში) ილია თოფურია გახდა. 18 თებერვალს 27 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს – ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.