Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • წულუკიანის თქმით, გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს
  • ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

NewsGeorgia February 24, 2023
წულუკიანის თქმით, გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს



საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრის შემდეგ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს. „პირველი არხის” ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლ​ები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.

„ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომლის აღმოფხვრაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩემი მინისტრობისას ძალიან აქტიურად დაიწყო. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, – წულუკიანის კომენტარს „პირველი არხი” ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გელათის საკითხზე დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში.

გელათის შესახებ ჯერ კიდევ იუნესკოს დასკვნის გამოქვეყნებამდე, სამინისტროს ამ სფეროში პოლიტიკის შემოტანისგან თავის შეკავება ურჩია საპატრიარქომ, რომელმაც გელათზე კვლევის მომზადება სთხოვა ჯერ საერთაშორისო სპეციალისტებს, შემდეგ კი ჩუბინაშვილის ცენტრს.

კულტურის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ გამოკვლევას, რომელიც გამოაქვეყნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა. სამინისტროს თანახმად, კვლევითი ცენტრი პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება მინისტრ თეა წულუკიანს.

საპატრიარქომ კი განმარტა, რომ ცენტრმა დასკვნა, რომელსაც სამინისტრომ „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებული” უწოდა, მათი თხოვნით მოამზადა და ამ პროცესს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

15 თებერვალს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა გელათის საკათედრო ტაძრის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო.

Tags: ახალი ამბები გელათში თქმით მიმდინარე სამუშაოებს საპატრიარქო სარესტავრაციო უხელმძღვანელებს წულუკიანის

Continue Reading

Previous: ვაშაძე: ისევ დაგვჭირდება შეკრებები და კოორდინირებული და გაბედული ქმედებები
Next: გერმანელმა აქტივისტებმა დანგრეული რუსული ტანკი დააყენეს ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან

კავშირშია

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს
  • ახალი ამბები

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს

საინტერესო

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს
  • ახალი ამბები

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა
  • ახალი ამბები

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.