Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ცხინვალში ხელყუმბარის აფეთქება შესაძლოა მიმართული ყოფილიყო ჰააგის მიერ ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ
  • ახალი ამბები

ცხინვალში ხელყუმბარის აფეთქება შესაძლოა მიმართული ყოფილიყო ჰააგის მიერ ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ

NewsGeorgia January 16, 2023
ცხინვალში ხელყუმბარის აფეთქება შესაძლოა მიმართული ყოფილიყო ჰააგის მიერ ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ


ხელყუმბარა 14 იანვარს, საღამოს, ცხინვალში, ძმები გუბაევების ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქდა.

რადიო თავისუფელბის პროგრამა “ეხო კავკაზა” წერს, რომ როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, აფეთქების შედეგად დაზიანდა სახლთან გაჩერებული სამი მანქანა. ნამსხვებმა კი ორი ბინას ფანჯრები ჩაამსხვრია.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არ ახმაურებენ და აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

დაზიანებული ავტომობილი

ამასთან, როგორც ჟურნალიტი არზუ მამედოვა იტყობინება, უცნობმა პირმა ხეყუმბარა „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსის ჰამლეტ გუჩმაზოვის მანქანას ესროლა“. თავად გუჩმაზოვი მანქანაში არ იმყოფებოდა.

2022 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის საქმის გამოძიების ფარგლებში ჰამლეტ გუჩმაზოვის დაკავების ორდერი გასცა. ომის დროს ის „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის“ ხელმძღვანელი იყო.

სასამართლო მიიჩნევს, რომ “ჰამლეტ გუჩმაზოვი პასუხისმგებელია სავარაუდოდ 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ჩადენილ ომის დანაშაულებზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შესახვა, მძევლად აყვანა და მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გადაადგილება).”

2022 წლის დეკემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობა საქართველოში „დასრულებისგან შორსაა“. “ახლა ძალისხმევა მიმართული იქნება იმ პირთა წარმატებული დევნის უზრუნველსაყოფად, რომელთა წინააღმდეგაც გაიცა დაპატიმრების ორდერი.”

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: “ხალხის ძალის” განცხადებით, სააკაშვილის პარტნიორებს ორი მიზანი აქვთ: გათავისუფლება ან ლიკვიდაცია
Next: სააპელაციომ ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირა, გამორიცხა ჯგუფური ძალადობა

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.