Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ტრამპი აცხადებს, რომ 21 მარტს დააპატიმრებენ და მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ 21 მარტს დააპატიმრებენ და მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს

NewsGeorgia მარტი 18, 2023
ტრამპი აცხადებს, რომ 21 მარტს დააპატიმრებენ და მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშაბათს, 21 მარტს დაპატიმრებას ელოდება და მის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა.

ტრამპმა, რომელმაც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა და უკვე დაიწყო კამპანია, შაბათს დილით თავის Truth Social ანგარიშზე დაწერა: “წამყვან რესპუბლიკელ კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მომავალ კვირას სამშაბათს დააპატიმრებენ.”

ტრამპის თქმით, ეს დასტურდება მანჰეტენის საოლქო პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც თითქოს “სხვა პროკურორების ძველ და სრულიად გაუქმებულ ბრალდებებს“ უნდა უკავშირდებოდეს.

ამერიკული მედიისა და სააგენტოების თანახმად, საუბარი უნდა იყოს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის საქმეზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ტრამპთან ინტიმური ურთიერთობების შესახებ დუმილის სანაცვლოდ2016 წელს 130 ათასი დოლარი გადაუხადა. პროკურატურის ინფორმაციით, ხარჯები მაშინ ტრამპის საარჩევნო ფონდიდან ანაზღაურდა, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ამასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. კოენს ამ საქმეზე სამი წლით პატიმრობა მიესაჯა. ახლა ის ტრამპის წინააღმდეგ გამოდის და ამტკიცებს, რომ სწორედ მან, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა, ბრძანა ფულის გადახდა.

მანჰეტენის პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესაძლებლობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ტრამპის სპიკერმა შაბათს განაცხადა, რომ მას პროკურატურისგან ოფიციალური დოკუმენტები არ მიუღია. თუმცა, გასულ კვირას, ბევრმა ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ ტრამპს ოფიციალური ბრალდება შეიძლება მართლაც წაუყენონ. ამ შემთხვევაში მას სასამართლოში წაიყვანენ, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

Tags: აქციებისკენ აცხადებს ახალი ამბები და დააპატიმრებენ მარტს მომხრეებს მოუწოდებს რომ საპროტესტო ტრამპი

Continue Reading

Previous: დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა – ინფორმაციას ადასტურებს შვილიც
Next: კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლს ეწვია

კავშირშია

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი
  • ახალი ამბები

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

საინტერესო

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.