Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ტიმოშენკომ დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა
  • ახალი ამბები

ტიმოშენკომ დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა

NewsGeorgia January 24, 2023
ტიმოშენკომ დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა

კირილო ტიმოშენკომ დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა. მან დღეს, 24 იანვარს, ტელეგრამზე გამოაქვეყნა თანამდებობიდან წასვლის განცხადება, რომელიც 23 იანვრითაა დათარიღებული.

ტიმოშენკო გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს და „ნდობისა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის“ მადლობას უხდის პრეზიდენტ ზელენსკის. ასევე, მადლობას უხდის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და ქალაქების მერებს, შეიარაღებულ ძალებს და ზოგადად, უკრაინელებს.

ინფორმაცია, რომ კირილო ტიმოშენკომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა, 23 იანვარს, ღამით გაავრცელა გამოცემა “უკრაინსკა პრავდა”-მ.

კირილო ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ 2019 წლის მაისში დაინიშნა. მას ადგილობრივი მედია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უკრაინელად მოიხსენიებს. რუსეთის შეჭრის შემდეგ ტიმოშენკო კოორდინაციას უწევდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებს და ომით დანგრეული რაიონების აღდგენას.

2022 წლის შემოდგომაზე უკრაინული მედია წერდა, რომ ტიმოშენკო პირადი მიზნებით იყენებდა ავტომანქანას Chevrolet Tahoe, რომელიც კომპანია General Motors-მა უკრაინას გადასცა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მოქალაქეთა გასაყვანად. თავად ტიმოშენკო ამას უარყოფდა. მას აკრიტიკებდნენ რეგიონებში არაეფექტიანი პოლიტიკის გამოც.

Tags: ახალი ამბები კირილო ტიმოშენკო

Continue Reading

Previous: უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტსა და კიდევ 10 დასახლებულ პუნქტთან
Next: უკრაინის გენშტაბი: ლუგანსკის ოლქში შეიმჩნევა რუსული ძალების პირადი შემადგენლობის შემცირება

კავშირშია

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

საინტერესო

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.