Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • თბილისსა და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია
  • ახალი ამბები

თბილისსა და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია

NewsGeorgia January 21, 2023
თბილისსა და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია



ამ დღეებში თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერში მტვრის მასები ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან 18 იანვრიდან ვრცელდება.
“ეს არის ბუნებრივი დაბინძურება, რომელსაც ემატება თბილისსა და რუსთავში არსებული დაბინძურება. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ცუდი ჰაერის ხარისხი ამ დღეებში. მანქანებსაც რომ შეხედოთ, მოწითალო მტვერი ადევთ. ზოგადად, 10 დღე გრძელდება ხოლმე, გააჩნია ქარის სისწრაფეს”, – ამბობს “მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე რადიო თავისუფლებასთან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს 18 იანვრის განცხადებით მიხედვით, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.
“აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს. აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, აგრძელებენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
სპეციალისტები მოსახლეობას, თუკი აუცილებელი საჭიროება არ დგას, გარეთ დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
ჰაერის ცუდი ხარისხის დროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებია:
ძალიან ცუდი, ძალიან არაჯანსაღი ჰაერის დროს ჰაერის ხარისხი საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის; ყველამ შეიძლება განიცადოს სერიოზული ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ ყველანაირ გარე ფიზიკურ აქტივობას:

გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები;
ყველა დანარჩენმა თავი უნდა აარიდოს გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას.

ცუდი, არაჯანსაღი ჰაერის დროს ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად. გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას თავი უნდა აარიდონ:

გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა;
ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;
ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.

საშუალო, სენსიტიური ჯგუფებისთვის არაჯანსაღი ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის. გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა უნდა შეამცირონ: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა.
კარგი, საშუალო ჰაერის დროს ჰაერის ხარისხი მისაღებია; თუმცა, ზოგიერთ დამბინძურებელს შეიძლება გააჩნდეს ჯანმრთელობის გარკვეული ეფექტები მოსახლეობის იმ ძალზე მცირე ჯგუფისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ზემგრძნობელობა ჰაერის დაბინძურებისადმი.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ზელენსკი ავარიის მსხვერპლთა დაკრძალვას ტანკებით ესწრება
Next: რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.