Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • თანამდებობას ტოვებს წულუკიანის დროს დანიშნული ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე
  • ახალი ამბები

თანამდებობას ტოვებს წულუკიანის დროს დანიშნული ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე

NewsGeorgia January 17, 2023
თანამდებობას ტოვებს წულუკიანის დროს დანიშნული ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე



საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი თანამდებობას ტოვებს. ის საქართველოს კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, 2022 წლის მარტიდან მუშაობდა ამ თანამდებობაზე.

“გენერალური დირექტორის მოადგილე მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებით, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში”, – ეწერა 2022 წლის 15 მარტს კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც თეონა ჯაყელის დანიშვნის შესახებ იუწყებოდა.

როგორც რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი წყარო უყვება, თეონა ჯაყელს რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მუზეუმის გენერალური დირექტორის მეორე მოადგილესთან, ნიკა ახალბედაშვილთან. ინფორმაციის გადამოწმება რადიო თავისუფლებამ რამდენიმე ადამიანთან სცადა, მათ შორის თეონა ჯაყელთანაც, რომელმაც თქვა, რომ “ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს”.

მუზეუმის პრესსამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დირექტორის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით “პასუხს ვერ გასცემდა”, დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კი აღნიშნა, რომ ახლა შვებულებაშია, თუმცა ამ ინფორმაციას ფლობს.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში წერილობით, ერთი სიტყვით უპასუხეს თეონა ჯაყელის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას: “ვადასტურებთ” – აცხადებენ პრესსამსახურში.

ნიკა ახალბედაშვილისა და თეონა ჯაყელის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ეროვნული მუზეუმიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს – ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა. გათავისუფლებულთა შორის იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, ექსპერტ-მეცნიერების სტატუსით მუზეუმში დასაქმებული ასაკოვანი მეცნიერები.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: არესტოვიჩს დაუკმაყოფილეს გადადგომის შესახებ განცხადება
Next: ციხანუსკაიას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

კავშირშია

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

საინტერესო

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას
  • ახალი ამბები

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.