
14 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან სახლზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა სულ მცირე 5 ადამიანი, დაჭრილია 60, მათ შორის 12 ბავშვი (19:40 საათის მონაცემებით) – აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გმობს რუსეთის “ტერორს”.
“უკვე ხუთი ადამიანია დაღუპული” – წერს ტელეგრამით რეგიონის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო და აქვეყნებს ნანგრევებად ქცეული შენობის ფოტოს. “27 პირია დაჭრილი, მათ შორის ექვსი ბავშვია. ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი” – დასძენს ის.
14 იანვარს, უფრო ადრე, უკრაინა იუწყებოდა რუსეთის შეტევებზე კიევში და სხვა ქალაქებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.