უკრაინას დასავლეთის ქვეყნებისგან ახლო მომავალში კიდევ გადაეცემა მძიმე შეიარაღება – უთხრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის ყოველდღიურ გამოცემა Handelsblatt-ს 15 იანვარს.
უფრო მძიმე იარაღის მიწოდებას – ტანკების ჩათვლით – კიევი ითხოვს, თუმცა დასავლეთის ქვეყნები ამას ყოყმანით ეკიდებოდნენ და მიანიშნებდნენ რუსეთის პროვოცირების შიშზე.
“მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო ხანებში გამოთქმული დაპირებები მნიშვნელოვანია – და ახლო მომავალში მე ამას კიდევ ველოდები” – ამბობს სტოლნტენბერგი 20 იანვარს გერმანიაში დანიშნული უკრაინის თავდაცვის კონტაქტის ჯგუფის შეხვედრის წინ. ეს ჯგუფი კიევისთვის იარაღის მიწოდების პროცესს უწევს კოორდინაციას.