Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • “სროლის ხმა გავიგე და დავინახე, პოლიციელი გადავარდა” – საგარეჯოში დაჭრილი კაცი
  • ახალი ამბები

“სროლის ხმა გავიგე და დავინახე, პოლიციელი გადავარდა” – საგარეჯოში დაჭრილი კაცი

NewsGeorgia January 20, 2023
“სროლის ხმა გავიგე და დავინახე, პოლიციელი გადავარდა” – საგარეჯოში დაჭრილი კაცი

საგარეჯოში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი, ვალერი მათიაშვილი ამბობს, რომ წუხელ ღამით მის ეზოში მოვლენები რამდენიმე წუთში განვითარდა – მაღაზიიდან გამოსვლის დროს ეზოში ხმაური გაიგო, “10-მდე ადამიანი მორბოდა სხვადასხვა მხრიდან და ყვიროდნენ, რომ ისროდნენ”. მათითაშვილთან საგარეჯოს კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსის” პალატიდან ტელეკომპანია “ფორმულამ” ჩაწერა.
“მაღაზიაში ჩავედი, ხმაური იყო გარეთ. ბევრი ხალხი მოგროვდა უცებ. ყვიროდნენ “დაწექით, დაწექითო” და რაც მოვასწარი ის იყო, რომ გარეთ ვიყავი გამოსული და შიგნით შევბრუნდი. შესასვლელში რომ შევედი, კარებშივე მესროლა და მომხვდა ბარძაყის ნაწილში…
პირველ რიგში, რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ შიგნით გოგონები იყვნენ, ისინი უნდა გამემხნევებინა და თან უსაფრთხო თავშესაფარი უნდა მომეძებნა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი ვერაფრის თქმა, ეგრევე უკნიდან მომაყოლა…”, – ამბობს ახალგაზრდა კაცი.
მისივე თქმით, დაინახა როგორ წაიქცა სროლის ხმის გაგების შემდეგ მის თვალწინ პოლიციელი, რომელიც ადგილზე გამოიძახეს:
“მერე პოლიცია მოვიდა. პოლიცია მოვიდა თუ არა, ესროლა და მოხდა ტრაგედია, ადამიანი დაიღუპა. ადგილზევე დაიღუპა, როგორც ვიცი. მახსოვს, პოლიცია მოვიდა, გასროლის ხმა იყო და გადავარდა ადამიანი…”
ვალერი მათიაშვილი ამბობს, რომ საავადმყოფოში ის მეგობარმა მიიყვანა მანქანით:
“იქ რომ სასწრაფო მოსულიყო, იმათაც ცეცხლს გაუხსნიდა. სასწრაფოში დარეკილი ზარი გავთიშე იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა. იქ რომ მოგვეყვანა, მსხვერპლად იყო შეწირული ადამიანი. გავუთიშე ტელეფონი, ვიპოვეთ უკანა გასასვლელი… სამი ადამიანი დაგვჭრა მაღაზიაში, ერთი ქალბატონი, გოგონა და მე. სამივე იმ მანქანით გიორგიმ [მეგობარმა] გადმოგვიყვანა”.
წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, “ჯეო ჰოსპიტალსთან”, სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ვერ გეტყვით, რა ჩვენება მისცა შვილმა – კახეთის პოლიციის უფროსი საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე
Next: ფინეთი, უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ დახმარების პაკეტში “ლეოპარდებსაც” მოიაზრებს

კავშირშია

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

საინტერესო

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.