Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • საცხოვრებელ კომოლექსზე რუსეთის თავდასხმის შედეგები – დაღუპულია 36 ადამიანი
  • ახალი ამბები

საცხოვრებელ კომოლექსზე რუსეთის თავდასხმის შედეგები – დაღუპულია 36 ადამიანი

NewsGeorgia January 16, 2023
საცხოვრებელ კომოლექსზე რუსეთის თავდასხმის შედეგები – დაღუპულია 36 ადამიანი



ცენტრალური უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ორშაბათს, 16 იანვარს, უკრაინის პოლიცია ავრცელებს. კრემლი უარყოფს, რომ თავდასხმის უკან რუსული ძალები იდგა.

დნიპროზე თავდასხმა, რუსული სარაკეტო დარტყმების ფართო ტალღის ნაწილი იყო, რომელიც მოიცავდა უკრაინის უდიდეს ქალაქებს – დედაქალაქ კიევს და ხარკივს. „დღეს დილის 10:30 საათისთვის, დაიღუპულია 36 ადამიანი, მათ შორის – 2 ბავშვი. დაშავდა 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვია“ – აცხადებს უკრაინის პოლიცია “ტელეგრამზე”. უწყების ინგორმაციით, მაშველებმა 39 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთა შორის 6 ბავშვიცაა.

16 იანვარსვე, კრემლმა უარყო, რომ რუსეთის ძალებმა, დნეპროში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

“რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ურტყამს საცხოვრებელ შენობებს, ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. თავდასხმები ხდება აშკარა, ან შენიღბულ სამხედრო ობიექტებზე,” – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან სატელეფონო პრესკონფერენციის დროს.

რუსეთის ძალებმა, უკრაინის პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები ასევე მიზანში ამოიღეს ლუჰანსკსა და დონეცკში. ინფორმაცია ამის შესახებ, 16 იანვარს, იკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრველა.

ვითარება სოლედარში

ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება, თუ ვინ აკონტროლებს ქალაქ სოლედარს, რომელიც რუსულმა ძალებმა მეტწილად ნანგრევებად აქცია.

რუსი სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სოლედარს თავად აკონტროლებენ. ამას კიევი უარყოფს და აცხადებს, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის რეგიონის სტრატეგიულ ქალაქში და მის შემოგარენში, რომელიც მარილის საბადოებითაა ცნობილი.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 იანვრის მდგომარეობით, უკრაინული ძალები “თითქმის დარწმუნებით, პოზიციებს ინარჩუნებს” სოლედარში, სადაც შაბათ-კვირას ინტენსიური ბრძოლები გაგრძელდა.

მართალია, სოლედარის დაცემის შემთხვევაში, ეს ფაქტი ომში გარდატეხის შემტანი ვერ გახდება, მაგრამ თვეების განმავლობაში წარუმატებელი იერიშების და ფრონტის ხაზებიდან ცუდი ამბების მიღების შემდეგ, კრემლისთვის ეს მონაპოვარი ერთგვარი ჯილდო იქნებოდა. ამას გარდა, სოლედარის აღებას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რუსეთი ცდილობს იქვე მდებარე ქ. ბახმუტის ალყაში მოქცევას და მის დაპყრობას, რის გამოც სოლედარი მოსკოვისთვის არამარტო სიმბოლური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტიცაა.

უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ძალები ასევე განაგრძობდნენ ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღებას ზაპორიჟიაში, დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონებში.

Tags: Dnipro ახალი ამბები მთავარი ომი უკრაინაში რუსეთი სარაკეტო თავდასხმა სოლედარი უკრაინა

Continue Reading

Previous: “ამერიკამ ყური უნდა უგდოს მარტინ ლუთერ კინგის მემკვიდრეობას” – ბაიდენი
Next: ამერიკა უკრაინელი სამხედროებისთვის გერმანიაში წვრთნებს მართავს

კავშირშია

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს
  • ახალი ამბები

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე
  • ახალი ამბები

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

საინტერესო

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს
  • ახალი ამბები

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე
  • ახალი ამბები

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა
  • საქართველო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.