Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • სასამართლომ USA2GEORGIA-ს, კლიენტების სასარგებლოდ, დროებითი აკრძალვა დაუწესა
  • ახალი ამბები

სასამართლომ USA2GEORGIA-ს, კლიენტების სასარგებლოდ, დროებითი აკრძალვა დაუწესა

NewsGeorgia იანვარი 17, 2023
სასამართლომ USA2GEORGIA-ს, კლიენტების სასარგებლოდ, დროებითი აკრძალვა დაუწესა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტვირთების გადამზიდ კომპანიას, USA2GEORGIA-ს, რომელსაც ამანათები აშშ-დან საქართველოში ჩამოაქვს, დროებითი აკრძალვა დაუწესა. როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კომპანიას კლიენტებთან დადებული ხელშეკრულების ერთი ნაწილის მოქმედება მის წინააღმდეგ დავის დასრულებამდე აკრძალული აქვს.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის ნივთის საქართველოში ტრანსპორტირების საფასურს, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის (30 დღის) გასვლის შემდეგაც რჩება საკუთრების უფლება.

“თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა – ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება”, – წერია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ბაზარზე, ასობით კლიენტი უჩივის. გასული წლის ბოლოს, 15 ნოემბრიდან USA2GEORGIA-მ ტრანსპორტირების საფასურის დათვლის სისტემა შეცვალა, რამაც მისი კლიენტების დიდი ნაწილის ხარჯები გაზარდა – რეალური წონის ნაცვლად, ახლა ყუთით გამოგზავნილ ნივთებზე ითვლება მოცულობითი წონაც.

განახლებულ დოკუმენტში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამანათის “მოცულობითი წონა” (სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და სიმაღლეზე და გაყოფილი კოეფიციენტზე 6000 – სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ (სასწორის) წონას, კომპანია უპირატესობას ანიჭებს პირველს.

Tags: USA2GEORGIA ახალი ამბები დროებითი აკრძალვა სასამართლო

Continue Reading

Previous: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე
Next: ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა დნეპრში გამოიყენა ხმელეთზე დაბალი სიზუსტით გამორჩეული რაკეტა

კავშირშია

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი
  • ახალი ამბები

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

საინტერესო

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.