Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • საქართველოში აგენტების ადგილი არ არის. როგორ და რატომ არ უშვებენ პუტინის მოწინააღმდეგეებს?
  • პოლიტიკა

საქართველოში აგენტების ადგილი არ არის. როგორ და რატომ არ უშვებენ პუტინის მოწინააღმდეგეებს?

NewsGeorgia მარტი 17, 2023
საქართველოში აგენტების ადგილი არ არის. როგორ და რატომ არ უშვებენ პუტინის მოწინააღმდეგეებს?


ფილიპ დზიადკოს გული ცუდს უგრძნობდა. 18 თებერვალს, ბერლინში რუსი მწერალი გერმანელ ჟურნალისტს ეუბნებოდა, მეშინია, საქართველოდან უკან არ გამაბრუნონო. მეორე დღეს ასეც მოხდა.

მწერალი საქართველოში 2022 წლის მარტიდან ცხოვრობდა. “ყოველ ჯერზე, როცა ვბრუნდებოდი, [მესაზღვრეები] მთხოვდნენ, დამეცადა, მარწმუნებდნენ, სისტემამ გაჭედაო. ვხალისობდით კიდეც, რომ შეუძლებელია სისტემა სულ ერთ ადამიანზე ჭედავდეს” – იხსენებს ის.

18 თებერვალს, ვენიდან ჩამოფრენილს იგივე უთხრეს, სისტემამ გაჭედაო. მაგრამ ამ ჯერზე თითქმის ოცი საათით. ბოლო-ბოლო საქართველოში არ შემოუშვეს და არც მიზეზი აუხსნეს.

საზღვრიდან გაბრუნების მიზეზი პუტინის ხელისუფლების კრიტიკის გარდა შეიძლება მისი ჟურნალისტი ძმა ტიხონ დზიადკოც კი ყოფილიყო. რომელიც რუსული ოპოზიციური არხის, “დოჟდის” საინფორმაციო გადაცემების წამყვანია. “დოჟდი” რუსეთში უცხოეთის აგენტადაა გამოცხადებული და ის ნიდერლანდიდან მაუწყებლობს. მათი საიტი რუსეთში დაბლოკილია.

ფილიპ დზიადკო

ახლა ფილიპ დზიადკო ერევანშია, და ისღა დარჩენია, იმარჩიელოს, საქართველოში დაბრუნებას კიდევ ოდესმე თუ შეძლებს. არადა თბილისში მას ცოლ-შვილი დარჩა.

“საქართველოს ხელისუფლების ქცევა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ჩემს ანტისაომარ პოზიციას ომის დაწყების დღიდან ვაფიქსირებ. ვერ ვხვდები, საქართველოში რატომ ვერ უნდა შემოვდიოდე” – ამბობს ის.

როგორც წესი, ხელისუფლება პუტინის მოწინააღმდეგეების არშემოშვებას უკომენტაროდ ტოვებს. თუმცა ფილიპ დზიადკოს არშემოშვებას გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. „მითხრეს, რომ ვიღაც რუსეთის მოქალაქე არ შემოუშვეს და თითქოს ქვეყანა დაინგრა” – თქვა მან 21 თებერვალს.

მიზეზის განუმარტავად

რუსულ თემში ფიქრობენ, რომ ფილიპ დზიადკოს არშემოშვება კანონზომიერებაა. აქტივისტი და მომღერალი ოლგა ბორისოვა, ჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი, ფოტოგრაფი დავიდ ფრენკელი, პოლიტიკოსი ლიუბოვ სობოლი, ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი… სხვადასხვა დროს ყველა მათგანი იგივე ისტორიაში გაეხვა.

ყველა უცხოეთის აგენტი, ან უცხოეთის აგენტის [იგულისხმება ორგანიზაცია] თანამშრომელია. უკვე ერთი წელია მათ, ვინც პუტინის ხხელისუფლებას აკრიტიკებს, ანუ უცხოეთის აგენტებს და ასევე მათ ნათესავებს, საქართველოს საზღვარზე პრობლემები ექმნებათ.

რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში ომის დაწყებამდც ეუბნებოდნენ უარს ქვეყანაში შემოშვებაზე ,მაგრამ მაშინ მიზეზს განმარტავდნენ – უმეტესობას დარღვეული უნდა ჰქონდათ საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ. ანუ აფხაზეთის, ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან უნდა ყოფილიყვნენ შესული.

თუმცა, ახლა მესაზღვრეები ოპოზიციონერებს მიზეზს არ უმარტავენ, რის უფლებასაც კანონით აძლევს. ხელისუფლება არ ამხელს რუსეთის რამდენი მოქალაქე არ შემოუშვა საქართველოში 2022 წელს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საზღვრიდან 3 036 ადამიანი გააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოში რუსეთის ათიათასობით მოქალაქე ჩამოვიდა. სულ 2022 წელს, 1.4 მილიონზე მეტი. აქედან რამდენი დარჩა, ესეც უცნობია. შსს-მ გამოაცხადა, რომ ოქტომბრის მონაცემებით 122 ათასია, თუმცა ამის შემდეგ რიცხვები აღარ განუახლებია.

ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა 2022 წლის აგვისტოში (ტურისტულ თვეში) და სექტემბერში. ანუ მაშინ, როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და მამაკაცებს სახელმწიფო ჯარში წაყვანით დაემუქრა.

ეს არის მონაცემები პორტალიდან Data for Crisis, რომელიც შექმნილია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია Forset-ისა* და გერმანული DW Akademie-ს მიერ. მათ გაანალიზეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელში დაწერილი 1 200 000-ზე მეტი პოსტი.

რუსი მიგრანტები ბევრს პოსტავენ იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს საზღვრის კვეთისას ექმნებათ. ისინი ყვებიან, რომ ყველაზე ხშირად უარს ეუბნებიან მათ, ვინც ქვეყანაში სომხეთიდან ცდილობს შესვლას. მესაზღვრეები ხშირად ეკითხებიან საქართველოში ჩამოსვლის მიზეზს, რამდენი ხნით აპირებენ დარჩენას და მსახურობედნენ თუ არა (კაცები) რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. იმასაც წერენ, რომ მესაზღვრეები ხშირად აშორებენ ოჯახებს. ანუ ოჯახის ერთ წევრს უშვებენ და მეორეს არა.

ჩივილი ევროსასამართლოში

რუსი უფლებადამცველი, ანა რივინა საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ცხოვრობს. იქიდანვე მოყოლებული, მას საქართველოს საზღვარზე აყოვნებენ. არადა მანამდე, მოგზაურობისას “ყველაფერი რიგზე იყო”.

“პირველად ომის დაწყების შემდეგ მარტის ბოლოს ჩამოვედი. მე და ჩემი ქმარი თვითმფრინავიდან პირველები გამოვედით, თუმცა ყველაზე დიდ ხანს გვალოდინეს”. ასე ხუთჯერ განმეორდა.

ანა რივინას ორგანიზაცია Насилию.нет (არა ძალადობას) ქალებს ეხმარება და ოჯახური ძალადობისგან იცავს. ორგანიზაცია რუსეთში 2021 წელს უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს. თავად ანა რივინა კი 2023 წლის 10 თებერვალს. 12 თებერვალს ის საქართველოში აღარ შემოუშვეს.

ანა რივინა

ანა რივინა

მესაზღვრეებმა არათუ მიზეზი არ განუმარტეს, არამედ “მომატყუეს, და არავითარი საბუთი არ მომცეს…უამრავ ადამიანს უბრალოდ ქვეყნიდან გასვლის ეშინია. საზღვრის კვეთას უკვე როგორც ლატარიას, ისე უყურებენ”. – ამბობს ანა, რომელიც თავის ორგანიზაციას თბილისში ახლა ისრაელიდან ხელმძღვანელობს.

ამიტომაც ის სასამართლოში ჩივილს აპირებს. შსს-სთან მესაზღვრეების გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში სასამართლოს სამივე ინსტანციას მოივლის და ბოლოს ევროსასამართლოში წავა.

“როცა ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ მიდის და საპირისპიროდ იქცევა, ეს უნდა დაფიქსირდეს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს იურისდიქციაში.” – ამბობს იგი.

ბინა და კატა

სანამ ეს ტექსტი იწერებოდა, საქართველოში არ შემოუშვეს “დოჟდის” კიდევ ერთ ჟურნალისტი, საშა შვედოვა. მასაც იგივე ისტორია აქვს. საცხოვრებლად 2022 წლის მარტში გადმოვიდა, საზღვარზე მუდმივად აყოვნებდნენ და ბოლოს უარი ისე უთხრეს, რომ მიზეზი არ განუმარტავთ. ახლა ის ლატვიის დედაქალაქ რიგაშია. ჟურნალისტს თბილისში დარჩა ნაქირავები ბინა და კატა.

* მასალა შექმნილია Forset-თან თანამშრომლობით, პროექტის, Data for Crisis Fellowship ფარგლებში. მასალის შექმნაში მონაწილეობდა მკვლევარი თეკლა ორთოიძე.

Tags: აგენტების ადგილი არ არის და მოწინააღმდეგეებს პოლიტიკა პუტინის რატომ როგორ საქართველოში უშვებენ

Continue Reading

Previous: ვინ აგზავნის პოლონელი ექიმების გუნდს, რომელიც მზადაა სააკაშვილთან შესახვედრად
Next: პუტინის დაკავების ორდერი – რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება?

კავშირშია

დაიჭერენ თუ არა პუტინს, თუკი სომხეთში ჩავა? დაიჭერენ თუ არა პუტინს, თუკი სომხეთში ჩავა?
  • პოლიტიკა

დაიჭერენ თუ არა პუტინს, თუკი სომხეთში ჩავა?

ფრენები, ვიზები, ბიზნესმენები – რუსეთი საქართველოსკენ მოიწევს – თბილისი უარზე არ არის ფრენები, ვიზები, ბიზნესმენები – რუსეთი საქართველოსკენ მოიწევს – თბილისი უარზე არ არის
  • პოლიტიკა

ფრენები, ვიზები, ბიზნესმენები – რუსეთი საქართველოსკენ მოიწევს – თბილისი უარზე არ არის

რა უნდა იცოდეთ “რეალობას აცდენილ” ანალენა ბერბოკზე რა უნდა იცოდეთ “რეალობას აცდენილ” ანალენა ბერბოკზე
  • პოლიტიკა

რა უნდა იცოდეთ “რეალობას აცდენილ” ანალენა ბერბოკზე

საინტერესო

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი
  • ახალი ამბები

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა
  • ახალი ამბები

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა
  • ახალი ამბები

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა
  • ახალი ამბები

რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

აგენტების აგენტების კანონი არ არის აშშ აშშის ახალი ამბები ბახმუტი გამო და ევროკავშირი ეკონომიკა ვლადიმირ პუტინი ზელენსკი თქმით კულტურა მთავარი მიწისძვრა თურქეთში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ომი ომის ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი პუტინის რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსული რუსული კანონი საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის უნდა შესახებ ჩინეთი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.