დღეს, პირველ მარტს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისი მაგნიტუდის სიდიდე 4,2 (ML) შეადგენდა. ბიძგები თბილისის დროით 14:52 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი თბილისიდან 64 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ დმანისთან ახლოს, სოფელ მამიშლართან იყო.