Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა
  • ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

NewsGeorgia January 23, 2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანასა და ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრას მედია არ ესწრებოდა, ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტის პრესსამსახურმა.

პარლამენტის თავმჯდომარისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრა

“შეხვედრაზე შეაჯამეს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობა და განიხილეს საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი, აგრეთვე, მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები”, – წერია პარლამენტის თავმჯდომარისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრის შესახებ პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად შესასრულებელ 12 რეკომენდაციას შეეხო საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრაზე.

პარლამენტის თავმჯდომარისა და EU-ის ელჩის შეხვედრა

პარლამენტის თავმჯდომარისა და EU-ის ელჩის შეხვედრა

“მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის რეკომენდაციებითა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების პროგრესი, ამ მხრივ პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესიის გეგმები და ევროკავშირის მოლოდინები. აგრეთვე, ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან 2023 წელს დაგეგმილ შეფასების პროცესზე”, – აღნიშნავს პარლამენტის პრესსამსახური.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ საქართველო წლების განმავლობაში ასოცირების ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე იყო, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველომ კი მიიღო ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: არახამია კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობს
Next: ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ბაბიშს, ეჭვი შეაქვს ნატოს საერთო თავდაცვის ვალდებულებაში

კავშირშია

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საინტერესო

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას
  • ახალი ამბები

შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.