Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ “ალტ-ინფოს” აქციაზე იდგა
  • ახალი ამბები

საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ “ალტ-ინფოს” აქციაზე იდგა

NewsGeorgia March 15, 2023
საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ “ალტ-ინფოს” აქციაზე იდგა



საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ წერილი გაეგზავნა იმ სასულიერო პირს, მღვდელმთავარს, რომელიც გუშინ, 14 მარტს, პარლამენტის შენობის წინ პარტია “კონსერვატიული მოძრაობისა” და ამავე პარტიის ტელეარხ “ალტ-ინფოს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე იდგა. ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების აქციაზე ისმოდა მუქარა, რაც საპატრიარქოს განცხადებით, მათთვის მიუღებელია.

“14 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს… საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას“, – წერია განცხადებაში.

აქვე ძალადობრივი ჯგუფის 14 მარტის აქციის გარდა, ერთ კონტექსტში ნახსენებია 7-9 მარტის აქცია, რომლის მიზანიც ე.წ. აგენტების კანონის არმიღება იყო.

“ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა“, – წერია განცხადებაში.

14 მარტს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრობის” მოწოდებით რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში და ბოლოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

მათ იქ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ამის შემდეგ მუხლი მოიდრიკეს და დაიწყეს ლოცვა.

ამ საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს. იგი სამართალდამცავებმა აღმართეს.

Tags: აკრიტიკებს ალტ-ინფო ალტინფოს აქციაზე ახალი ამბები გუშინ დაწვეს ევროკავშირის დროშა იდგა იმ პირს რომელიც საპატრიარქო სასულიერო სასულიერო პირს

Continue Reading

Previous: კორპორაცია Meta Platforms-ი ათი ათასი თანამშრომლის გათავისუფლებისთვის ემზადება
Next: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში $2,5 მილიარდი გადმოირიცხა

კავშირშია

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს
  • ახალი ამბები

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს

საინტერესო

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს
  • ახალი ამბები

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა
  • ახალი ამბები

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.