საქართველოს ფინანასთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და მუდმივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვალა. მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.
„როცა ბრალდება ჩნდება, სიტყვების გარდა რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულებები არ ისმის რისი შეფასების შესაძლებლობაც გვექნებოდა, და ბუნებრივია ასეთი მტკიცებულებები ვერც იქნება, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე, საბაჟო ოპერაციების ყველანაირ სახეობას, როგორც, ტრანზიტს, ასევე ექსტორტს, ასევე რეექსპორტის მაჩვენებელს, ასევე არის სხვადასხვა საბაჟო ოპერაციები იმპიორტის შემთხვევაში ექსპორტი, რეექპორტი, ტრანზიტის შემთხვევაშიც ოპერაციის შეცვლა და ექსპორტის განხორცილება, ნებისმიერი სახის საბაჟო ოპერაცია, არის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, იმ საქონელთან და იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არის სანქცირებულთა სიაში. როგოც საქონელი ასევე სანქცირებული პირები“, – თქვა ფინანსთა მინისტრმა.
მისი სიტყვებით, არსებობს კიდეც სტატისტიკა, რომლის მიხედვით სანციების დარღვევის რისკის არსებობს გამო, 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ (რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რედ) დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი საბაჟოს მიერ შეჩერებული და გაუქმებულია.
„ეს არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, გამომდინარე იქიდან რომ ეს სანებართვოა და ბუნებრივია ასეთი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს, ორივე შემთხვავაში. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია. თუმცა, ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. ამას გარდა, დაახლოებით 500-ზე მეტი შემთვევა იყო, როდესაც მიმართეს შემოსავლების სამსახურს და [სადაც] განუმატეს, რომ ასეთი სახის ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება და პროაქტიულადაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნესოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რომ მიაწოდის წინასწარ ინფორმაცია, თუ რა არის სანქცირებული და რა არ არის“,– განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანასთა მინისტრის თქმით, სანქცირებული საქონლის ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და არ არის მარტივი მისი აღსრულება, გარკვეულ საქონელთან მიმართებით საკითხი პირობებსა და ვადებაზეა მიბმული. მისივე ინფორმაციით საქართველოს სანქციების აღსრულების სფეროში ორი სერტიფიცირებული ექსპერტი ჰყავს, რომელსაც აშშ-ში სპეციალური პროგრამა აქვს გავლილი. “საბაჟო სამსახურში საქართველო ორი ასეთი ექსპერტი ჰყავს, მათზე კვალიფიციურ პასუხს ვერავინ ვერ გასცმეს კონკრეტულ ტრანზაციებთან მიმართებაში“, – თქვა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრისვე განცხადებით სანქციების აღსრულებაზე საქართველოში “იმ დონის კონტროლი ხორციელედება, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით”.
საკითხი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სანქციების პირობებში რუსეთი შესაძლოა საქართველოს სატრანზიტო მარშრუტად იყენებს გარე სამყაროსთან ვაჭრობისთვის მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამ თემაზე 13 იანვარს გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია.
მოგვიანებით, ტელეკომანია CNN-ის კორესპონდენტმა კრისტიან ამანპურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. მან ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარეს ურსლა ფონ დერ ლაიენს კითხვით მიმართა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ CNN-ის ჟურნალისტმა, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანაზე კითხვა ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაუსვა. პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეს აჩვენებს, “რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული”.
უკრაინააში აგრესიული შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსეთს ამ დრომდე მიღებული 9 პაკეტის განსაზღვრული სანქციები დაუწესა. რუსეთის წინააღმდეგ სანქიები აქვს შემოღებული აშშ-ს და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო არ მიუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მანვე განაცხადა, რომ რუსეთთან ომი არ იქნება.