თბილისში, სამგორის რაიონში მეორადი საბურავები იწვის. დაკვამლიანება შეიმჩნევა თბილისის სხვადასხვა რაიონიდან.
რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე მისულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ხანძარს აქრობენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თბილისში საბურავებს წვავენ. ასეთი შემთხვევები ფიქსირდებოდა გლდანის რაიონშიც. საბურავების წვის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რომელიც დამაზიანებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.
არსებობს ვარაუდი, რომ დაზიანებულ საბურავებს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი მასში არსებული ლითონის ნაწილების გამოყენების მიზნით წვავენ.
განახლება: როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსხურში უთხრეს, ხანძარი უკვე ჩამქრალია.