საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერს” წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას.
„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.