Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი უკრაინას უსამძიმრებენ
  • ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი უკრაინას უსამძიმრებენ

NewsGeorgia January 18, 2023
საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი უკრაინას უსამძიმრებენ


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფას ეხმაურება და უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს. განცხადება პრეზიდენტმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში ვერტმფრენის ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტს”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

კიივში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ხმელეთზე დაიღუპა 3 ბავშვი და სხვა მოქალაქეები, ასევე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი – ეკიპაჟის სამი წევრი და 6 ოფიციალური პირი. სულ, სხვადასხვა ინფორმაციით, 15-ზე მეტი ადამიანი. ავიაკატასტროფის შედეგად სულ დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო დაღუპულების ოჯახებსა მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. განცხადება პაპუაშვილმა “ტვიტერის” საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს პარლამენტის სპიკერი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ “ცხელ წერტილში”, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ცნობით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები. კოსტინის თანახმად, განიხილება ვერტმფრენის ავარიის ყველა ვერსია. გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ, რამ გამოიწვია ტრაგედია – საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.




ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი



Photo Gallery:

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი

კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: მსოფლიოს ლიდერები და უკრაინელი პოლიტიკოსები სამძიმარს გამოთქვამენ ბროვარის ტრაგედიის გამო
Next: ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს

კავშირშია

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
  • ახალი ამბები

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

საინტერესო

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
  • ახალი ამბები

სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.