Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • საქართველო მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD-სგან 55,6 მლნ ევროს მიიღებს
  • ახალი ამბები

საქართველო მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD-სგან 55,6 მლნ ევროს მიიღებს

NewsGeorgia January 17, 2023
საქართველო მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD-სგან 55,6 მლნ ევროს მიიღებს

საქართველოს ხელისუფლება თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 55,6 მლნ ევროს მიიღებს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა მოაწერეს.

“პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

თბილისის მერი კახა კალაძე თანამდებობაზე მეორე ვადით მუშაობს. ის ჯერ კიდევ 2018 წელს ამბობდა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა თბილისის მეტროს რამდენიმე სადგურს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც აუცილებლად შევასრულებთ“, – თქვა კახა კალაძემ 2018 წლის 4 დეკემბერს.

ამ დრომდე არ დაწყებულა სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურ “ვარკეთილში”, სადაც ჭერი 2018 წლის იანვარში ჩამოინგრა. დავით ნარმანიას მერობის დროს ამ სადგურის რეაბილიტაცია 347 848 ლარი დაჯდა.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: სერგეი შოიგუ: რუსეთის ჯარები მილიონ-ნახევარ ადამიანამდე უნდა გაიზარდოს
Next: ვოლსკის თქმით, ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩატარება პროვოკაცია იყო

კავშირშია

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

საინტერესო

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.