
საგარეჯოში, კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალის” მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარო ეუბნება, რომ არიან დაჭრილები, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, მძიმედ.
კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალის” თანამშრომლის ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული ოფიციალურად.
ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამოდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად… ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას. პოლიცია მობილიზირებულია, მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა”, – წერს “ფეისბუკზე” “ჯეო ჰოსპიტალის” თანამშრომელი, ლეილა ოტიაშვილი.
კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალის” პრესსამსახურში ამბობენ, რომ ოტიაშვილი ნამდვილად მათი თანამშრომელია, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ ავრცელებენ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც – მასალა უწყებიდან მიღებული კომენტარით განახლდება.