Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • Home
  • საქართველო
  • „საგარეჯოელმა მსროლელმა“ 5 ადამიანი მოკლა და თავი აიფეთქა
  • საქართველო

„საგარეჯოელმა მსროლელმა“ 5 ადამიანი მოკლა და თავი აიფეთქა

NewsGeorgia იანვარი 21, 2023
„საგარეჯოელმა მსროლელმა“ 5 ადამიანი მოკლა და თავი აიფეთქა


ამ დრომდე უცნობია მოტივი, თუ რატომ გახსნა ცეცხლი და მოკლა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა. შემზარავი ტრაგედია, კახეთში, ქალაქ საგარეჯოში 20 იანვარს დატრიალდა. თავდასხმის დროს დაიჭრა ხუთი ადამიანი, ერთის 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, კრიტიკულად მძიმეა.

პირველი ცნობები, რომ უცნობი მამაკაცი საკუთარი აივნიდან ადამიანებს დამიზნებით ესროდა და იყო მსხვერპლი, დაახლოებით, ღამის პირველი საათითვის, სოციალური ქსელით გავრცელდა.

თვითმხილველთა თქმით, სოფელ მანავის მკვიდრი ნოდარ ათუაშვილი, საგარეჯოში, იმ კორპუსში, სადაც საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა, ორივე აივნიდან, თითქმის ერთი საათის განმავლობაში ისროდა. კორპუსთან სპეცრაზმის მისვლის შემდეგ კი, ათუაშვილმა, შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხელყუმბარით თავი აიფეთქა. იგი თავდაცვის ძალებში 15 წელი მსახურობდა, ნამყოფი იყო ავღანეთის მისიაშიც.

დამიზნებით ესროდა ყველას, ვინც ეზოში იყო. პოლიცია რო მოვიდა მათაც გაუხსნა ცეცხლი და ერთი პოლიციელი ადგილზე მოკლა. ესროდა მათაც, ვინც გარდაცვლილებთან და დაჭრილებთან მიახლოებას ცდილობდა.

„დამიზნებით ესროდა ყველას, ვინც ეზოში იყო. პოლიცია რო მოვიდა მათაც გაუხსნა ცეცხლი და ერთი პოლიციელი ადგილზე მოკლა. ესროდა მათაც, ვინც გარდაცვლილებთან და დაჭრილებთან მიახლოებას ცდილობდა. როგორც გავიგე ასე მოკლა მამიდაშვილი, რომელიც მოკლულ ბიძაშვილთან მიახლოებას ცდილობდა. ესროლა სასწრაფო დახმარების მანქანასაც და ექიმები კორპუსთან არ მიუშვა. შემდეგ, როგორც სპეცრაზმელმა თქვა თავი აუფეთქებია“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ საგარეჯოელმა გიორგი ოთარაშვილმა.

ყოფილმა სამხედრომ საგარეჯოში, „საავადმყოფოს ბინების“ ტერიტორიაზე მოკლა 18 წლის ნოდარ რჩეულიშვილი, ბიძაშვილ-მამიდაშვილები 29 წლის ზაზა ჩიხლაძე და 26 წლის ზაქარია მათიაშვილი, რომელიც „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მოხალისე იყო და 35 წლის დავით ნასრაძე, რომელიც ასევე ყოფილი სამხედრო და ავღანეთის მისიის მონაწილე იყო.

საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდები და პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი

მეზობლების თქმით, ბიჭები ეზოში ნათლისღებას აღნიშნავდნენ. თავდამსხმელის ტყვიას ასევე შეეწირა უფროსი ლეიტენანტი, 37 წლის ოთარ ღვინაშვილი. საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსს დეტექტივს ტყვია მაშინ მოხვდა, როცა დაჭრილის დახმარებას ცდილობდა. ამის შემდეგ, საგარეჯოში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი იქნა გაგზავნილი.

ათუაშვილი ყოფილი სამხედრო პირია, რომელიც თავდაცვის ძალებში 2006-2021 წლებში მსახურობდა, გავლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაც

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, „საგარეჯოს მსროლელი“ ნოდარ ათუაშვილი ყოფილი სამხედრო პირია, რომელიც თავდაცვის ძალებში 2006-2021 წლებში მსახურობდა. ათუაშვილს გავლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაც.

თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე ნოდარ ათუაშვილის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უცნობია, სად მსახურობდა და რა ვითარებაში დატოვა ათუაშვილმა 2021 წელს თავდაცვის ძალები.

ნოდარ ათუაშვილი შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს

ნოდარ ათუაშვილი შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა საგარეჯოში. ეს ამ ტიპის მასობრივი ძალადობის პირველი შემთხვევაა ჩვენთან. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. ორმხრივი ჩავარდნა გვაქვს“ – ასე გამოეხმაურა საგარეჯოს ტრაგედიას თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადილე ანა დოლიძე.

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა საგარეჯოში. ეს ამ ტიპის მასობრივი ძალადობის პირველი შემთხვევაა საქართველოში”.

მისი თქმით: „ თავდაცვის სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობდა ფსიქოლოგიური მიმართულება, რომელმაც შემოიღო ფსიქიური ჯანმრთელობის მთელი რიგი პროგრამები. ჩვენ დროს ის გაიზარდა, გაძლიერდა, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტმენტი გახდა. მთელი კამპანია გვქონდა, მათ შორის ”მხარიმხარს”. რა მოუვიდა ამ დეპარტამენტს, ამ აუცილებელ პროცესებს ჩვენს მერე, აღარ ვიცი. მეორე – საზოგადოებაში მოსახლეობის პულსზე ხელი უნდა ედოს სოციალურ სამსახურსს. სამსახური არ გვყავს, ყველაზე ხშირად ეგენი იფიცებიან, არ აქვთ დაფინანსება და ხელშეწყობა“ – წერს ანა დოლიძე.

მოქმედი და ყოფილი სამხედროების ფსიქოლოგიური მონიტორინგი და რეაბილიტაცია რთულ და ძვირადღირებულ გამოწვევად რჩება, მათ შორის საქართველოსთვის.

„ომის ვეტერანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ძალიან დიდი პრობლემაა, ჯარიდან წამოსულ და უმუშევრად დარჩენილ ვეტერანს არ აქვს იმის საშუალება, რომ რეაბილიტაცია და საზოგადოებაში დაბრუნება თავისი სახსრებით შეძლოს, შესაბამისად ეს ხალხი გარიყულია საზოგადოებიდან“ – ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე.

თავდასხმის თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო, იმ კორპუსიდან, საიდანაც ნოდარ ათუაშვილი თითქმის ერთი საათის მანძილზე ისროდა

თავდასხმის თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო, იმ კორპუსიდან, საიდანაც ნოდარ ათუაშვილი თითქმის ერთი საათის მანძილზე ისროდა

მეზობლები ზუსტად ვერ ამბობენ, თუ რას საქმიანობდა ბოლო წლები ათუაშვილი, ერთი ინფორმაციით, იგი ხელნაკეთი დანებით ვაჭრობდა, ზოგს ამ დრომდე ეგონა, რომ ათუაშვილი ისევ ვაზიანის ბაზაზე მსახურობდა და თავდაცვის ძალებში სნაიპერი იყო. ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ახასიათებენ, როგორც ჩაკეტილ პიროვნებას, რომელიც ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

ცოლზე და შვილზე ძალადობდა, მეზობელსაც იარაღით დამუქრებია. თუ ცოლს ეშინოდა, მეზობელმა როგორ არ განაცხადა ამის შესახებ?! თან სისტემატურად სცემდაო, ცოლის მშობელმა როგორ არ თქვა? ამდენი ხანი ყოფილა, ჯარში, ავღანეთშიც, იქ არ ჰქონდა დავიჯერო პრობლემები? რო წამოვიდა, ვინმემ მოიკითხა? ან, ამდენი იარაღი და ყუმბარა რანაირად მოაგროვა ამ კორპუსის ბინაში?!..იქ რაღაცა გამორჩათ, იქ ვერ იმკურნალა, იქ დარეკვა დაეზარათ, იქ შეეშინდათ..და აგერ შედეგიც, ამდენი უდანაშაულო, არაჩვეულებრივი ბიჭი ამოგვიხოცა

„მე საერთოდ არ ვიცნობდი, მეზობლად ვცხოვრობ, ამდენი წელია და თვალით არ მინახავს. ამბობენ, რომ გარეთაც იშვიათად გამოდიოდაო. ძმა წლებია არ ურთიერთობდაო, მეგობარი არ ჰყავდაო. ზოგი ამბობს, რომ ცოლზე და შვილზე ძალადობდა, მეზობელსაც იარაღით დამუქრებია. თუ ცოლს ეშინოდა, მეზობელმა როგორ არ განაცხადა ამის შესახებ? თან სისტემატურად სცემდაო, ცოლის მშობელმა ან ნათესავმა როგორ არ თქვა?

ამდენი ხანი ყოფილა, ჯარში, ავღანეთშიც, იქ არ ჰქონდა დავიჯერო პრობლემები? რომ წამოვიდა, ვინმემ მოიკითხა? ან, ამდენი იარაღი და ყუმბარა რანაირად მოაგროვა ამ კორპუსის ბინაში?..მოკლედ იქ რაღაცა გამორჩათ, ყურადღება არ მიაქციეს, ვერ იმკურნალა, იქ დარეკვა დაეზარათ, იქ შეეშინდათ..და აგერ შედეგიც, ამდენი უდანაშაულო, არაჩვეულებრივი ბიჭი ამოგვიხოცა, მისი ოჯახი ხო გააუბედურა, პოლიციელი მოკლა და ბავშვები უმამოდ დატოვა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თვითმხილველმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის დასახელება.

შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ასევე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდა ნოდარ ათუაშვილის ყოფილ მეუღლეს და 19 წლის ვაჟს, რომელიც სროლის დაწყების დროს, მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა და შემდეგ გამოქცევა შეძლო. შსს ჯერჯერობით ვერ ამბობს, რა იყო ამ საზარელი დანაშაულის მოტივი.

საგარეჯოელები იმ კორპუსთან, სადაც ტრაგედია დატრიალდა

საგარეჯოელები იმ კორპუსთან, სადაც ტრაგედია დატრიალდა
Tags: საქართველო

Continue Reading

Previous: რუსეთის თავდასხმა და ნონიაშვილების ტრაგედია დნიპროში
Next: უკრაინის გაერთიანების დღე თბილისში

კავშირშია

კასიანოვი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას კასიანოვი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას
  • საქართველო

კასიანოვი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას

რუსეთის ტყვეობაში სამი ქართველი მებრძოლია რუსეთის ტყვეობაში სამი ქართველი მებრძოლია
  • საქართველო

რუსეთის ტყვეობაში სამი ქართველი მებრძოლია

მართლა იყო სოჭი საქართველო? მართლა იყო სოჭი საქართველო?
  • საქართველო

მართლა იყო სოჭი საქართველო?

საინტერესო

სასიკვდილო დარბევა ჯენინში სასიკვდილო დარბევა ჯენინში
  • უცხოური სიახლეები

სასიკვდილო დარბევა ჯენინში

მაჩუ-პიქჩუ დაიხურა პერუს საწინააღმდეგო ბოლუარტეს საპროტესტო აქციებით მაჩუ-პიქჩუ დაიხურა პერუს საწინააღმდეგო ბოლუარტეს საპროტესტო აქციებით
  • უცხოური სიახლეები

მაჩუ-პიქჩუ დაიხურა პერუს საწინააღმდეგო ბოლუარტეს საპროტესტო აქციებით

ავღანეთში ცივი ტემპერატურა 160-ზე მეტს კლავს, ფოტოებში ავღანეთში ცივი ტემპერატურა 160-ზე მეტს კლავს, ფოტოებში
  • უცხოური სიახლეები

ავღანეთში ცივი ტემპერატურა 160-ზე მეტს კლავს, ფოტოებში

ჰაიტის პოლიცია თავს დაესხა პრემიერ არიელ ჰენრის სახლს, პორტ-ო-პრენსის აეროპორტში ჰაიტის პოლიცია თავს დაესხა პრემიერ არიელ ჰენრის სახლს, პორტ-ო-პრენსის აეროპორტში
  • უცხოური სიახლეები

ჰაიტის პოლიცია თავს დაესხა პრემიერ არიელ ჰენრის სახლს, პორტ-ო-პრენსის აეროპორტში

Davos 2023 Dnipro Germany Greta Thunberg NATO Ukraine war USA Vladimir Putin აშშ ახალი ამბები გაზი როგორც იარაღი გერმანია დნეპრი ევროკავშირი ეკონომიკა ვაგნერი ვიდეო ვლადიმირ პუტინი თურქეთი ინტერვიუ კულტურა მთავარი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ნავთობი ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის ომი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში რუსული ნავთობი საზოგადოება სანქციები სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველო სოლედარი სპორტი ტანკები უკრაინა უკრაინა რუსეთის ომი უკრაინის ომი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.