Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • რუსულ ნავთობზე სანქციები და ძველი ტანკერების ბუმი
  • ეკონომიკა

რუსულ ნავთობზე სანქციები და ძველი ტანკერების ბუმი

NewsGeorgia January 15, 2023
რუსულ ნავთობზე სანქციები და ძველი ტანკერების ბუმი



ნავთობის ძველ ტანკერებზე ბუმია და ეს დასავლეთის ქვეყნების ძალისხმევის გამო ხდება, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვას ცდილობენ.

იმ დროს, როდესაც გადაზიდვების და საზღვაო მომსახურების დასავლური ფირმები რუსულ ნავთობს ერიდებიან, რათა სანქციების ქვეშ არ მოხვდნენ და რეპუტაცია არ შეილახონ, გათავისუფლებულ სივრცეს ახალი კომპანიები მიაწყდნენ და გაცხარებით ყიდულობენ ძველ ტანკერებს, რომლებიც ჩვეულებრივ ვითარებაში ჯართში გაიგზავნებოდა.

ევროკავშირმა 5 დეკემბრიდან რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო გზით იმპორტი სრულად აკრძალა. თებერვალში ამას საწვავის იმპორტის აკრძალვაც მოჰყვება.

ევროკავშირმა ასევე აკრძალა ბლოკის კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსება, საბროკერო მომსახურება და დაზღვევა რუსული ნავთობის ყველგან გადაზიდვისთვის, თუ ის დაწესებულ მაქსიმალურ ფასზე უფრო ძვირად იქნება შეძენილი. დაწესებულია ფასი ბარელზე 60 დოლარი და ის ძალაში ორშაბათს შევიდა.

ბოლო თვეებში, ბერძენი და ნორვეგიელი მფლობელები მოძველებულ ტანკერებს ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან უეცრად გამოჩენილ მყიდველებზე სარეკორდოდ მაღალ ფასად ასაღებდნენ. ეს მყიდველები სარგებლობდნენ უზარმაზარი ფასებით ჩარტერულ ხომალდებზე, რომლებიც მზად იყვნენ რუსული ნავთობი ინდოეთში და ჩინეთში გადაეზიდათ.

ტანკერების მენეჯმენტის კომპანიები ამით დიდ სარგებელს ნახულობენ.

წამყვანი დასავლური ნავთობ-კომპანიები, როგორც წესი, ტანკერების გამოყენებას წყვეტენ, როდესაც მათი ასაკი 15 წელს უახლოვდება და ბევრ ასეთ ტანკერს ჯართში უშვებენ. თუმცა ბიზნესში ახლად შესული სუბიექტების გამო, რომლებსაც რუსული ბიზნესის ნაწილზე ხელის მოთბობა სურთ, ძველი ტანკერების ფასმა მკვეთრად იმატა.

მაგალითად, 20 წლის „აფრამაქსის“ ტიპის ტანკერის ფასი 86 პროცენტით გაიზარდა და 1 იანვრისთვის 11.8 მილიონი დოლარიდან, დღეს 22 მილიონ დოლარს შეადგენს.

5 დეკემბრამდე დასავლური სანქციები აზიის ბაზარზე რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას არ კრძალავდა და ტანკერების მენეჯმენტის კომპანიებს არანაირი წესები არ დაურღვევიათ.

Tags: ახალი ამბები ეკონომიკა ნავთობი ნავთობის ტანკერები რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი რუსული ნავთობი სანქციები

Continue Reading

Previous: „ოცნება“ კრიტიკულ მედიას სახელმწიფო რეგულაციებში აქცევს
Next: ევროკავშირი რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარს დააწესებს, პუტინი კი გაყინვით იმუქრება

კავშირშია

ქონების გადასახადი – ვის უწევს დეკლარაციის შევსება? ქონების გადასახადი – ვის უწევს დეკლარაციის შევსება?
  • ეკონომიკა

ქონების გადასახადი – ვის უწევს დეკლარაციის შევსება?

რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი? რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?
  • ეკონომიკა

რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?

ირანული კომპანიები ფიქციურ მისამართებზე, სახელმწიფო შესყიდვებსა და საპორტო ქალაქებში ირანული კომპანიები ფიქციურ მისამართებზე, სახელმწიფო შესყიდვებსა და საპორტო ქალაქებში
  • ეკონომიკა

ირანული კომპანიები ფიქციურ მისამართებზე, სახელმწიფო შესყიდვებსა და საპორტო ქალაქებში

საინტერესო

ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა
  • ახალი ამბები

ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი მთავრობის ასიათასობით მოხელის ანაზღაურების შესახებ აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი მთავრობის ასიათასობით მოხელის ანაზღაურების შესახებ
  • ახალი ამბები

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი მთავრობის ასიათასობით მოხელის ანაზღაურების შესახებ

სერბეთის ხელისუფლებამ ტრამპის სიძეს გენშტაბის შენობის ადგილას სასტუმროს აშენების ნება დართო სერბეთის ხელისუფლებამ ტრამპის სიძეს გენშტაბის შენობის ადგილას სასტუმროს აშენების ნება დართო
  • ახალი ამბები

სერბეთის ხელისუფლებამ ტრამპის სიძეს გენშტაბის შენობის ადგილას სასტუმროს აშენების ნება დართო

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს
  • ახალი ამბები

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.