Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • რუსეთში კიდევ 20-მდე ყირიმელ თათარს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს
  • ახალი ამბები

რუსეთში კიდევ 20-მდე ყირიმელ თათარს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

NewsGeorgia January 15, 2023
რუსეთში კიდევ 20-მდე ყირიმელ თათარს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ ყირიმელი თათრების კიდევ ერთ ჯგუფს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი აკრძალული ისლამური ჯგუფის წევრობაში ედებათ.

უფლებადამცველი ორგანიზაციის “ყირიმული სოლიდარობის” განცხადებით, რუსეთის სამხრეთ რაიონის სამხედრო სასამართლომ სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ დონის როსტოვში 20-მდე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ შორის არიან სერვეტ გაზიები, ჯემილ გაფაროვი, ალიმ კარიმოვი, სეირან მურთაზა და ერთან ოსმანოვი. მათ “ჰიზბ უტ-ტაჰრირის” ჯგუფის წევრობა ედებათ ბრალად.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულთაგან 5 კიდევ 18 თვის განმავლობაში პრობაციის მსგავსი ზედამხედველობის ქვეშ დარჩება.

ყველა მსჯავრდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მათი ისლამური აღმსარებლობა დანაშაული არ შეიძლება იყოს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Crimea.SOS-ის წარმომადგენელი იევჰენ იაროშენკო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ გაჯაროვსა და გაზიევს, რომელთაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ, შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებიან და მათი ჯანმრთელობა ყოველდღიურად უარესდება. “ყირიმის სოლიდარობის” ჯგუფის 5 აქტივისტი 2019 წლის მარტში ყირიმში, 19 სხვა ყირიმელ თათართან ერთად დააკავეს. უფლებადამცველები 24-ივე დაკავებულს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.

“ჰიზბ უტ-ტაჰრირი” ისლამური ჯგუფია, რომელიც რუსეთში აკრძალულია, თუმცა არა უკრაინაში. მოსკოვის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი ყირიმელი თათარი გაასამართლეს სწორედ ამ ჯგუფის წევრობის ბრალდებებით. 2014 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ნახევრკუნძულის ანექსიას არაერთი ყირიმელი თათარი აპროტესტებდა.

Tags: ახალი ამბები ომი უკრაინაში

Continue Reading

Previous: ზელენსკიმ ოთხ უკრაინელს მოქალაქეობა ჩამოართვა
Next: პოლონეთი უკრაინისთვის “ლეოპარდების” მიწოდებას “კოალიციის ფარგლებში” აპირებს

კავშირშია

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას
  • ახალი ამბები

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას

საინტერესო

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.