Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • „რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება“- ლოიდ ოსტინი
  • მსოფლიო

„რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება“- ლოიდ ოსტინი

NewsGeorgia January 20, 2023
„რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება“- ლოიდ ოსტინი


რუსეთ-უკრაინის ომში გადამწყვეტი მომენტია, ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივანი და განმარტავს, რომ დასავლეთმა უკრაინის დახმარების ძალისხმევა უნდა გააძლიეროს. ოსტინმა გერმანიაში კოლეგა თავდაცვის მინისტრებს მოუწოდა უკრაინას საჭირო ამუნიცია და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნონ.

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი უკრაინისთვის, მსოფლიოსთვის… უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, იმდენ ხანს რამდენიც საჭირო იქნება,“- თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა რამშტეინის ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლოიდ ოსტინმა აქვე განმარტა, რომ რუსეთი ძალების გადაჯგუფებას ახდენს. ამერიკის თავდაცვის მდივანი აქვე განმარტავს, რომ რუსულ ჯარს ბევრი პრობლემა აქვს მათ შორის ამუნიციის კუთხითაც.

„რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება, განიცდის მარცხს ბრძოლის ველზე. ის მიმართავს თავის რამდენიმე დარჩენილ პარტნიორს რათა მიიღოს საჭირო იარაღი და განაახლოს მისი არაპროვოცირებული, ტრაგიკული ბრძოლა [უკრაინაში],“- ამბობს თავდაცვის მდივანი ოსტინი.

მან აქვე განმარტა, რომ რუსეთის მოლოდინები არ გამართლდა და არაპროვოცირებული ომის პირობებში კრემლმა ერთიანი დასავლეთი და ძლიერი უკაინა მიიღო. მდივანი ოსტინი განმარტავს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მან პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე.

„რუსულმა ძალებმა გაზარდეს საშინელი თავდასხმები, დახოცეს მრავალი უდანაშაულო უკრაინელი. ჩვენ ნათლად ვიხილეთ რუსული სისასტიკე რამდენიმე დღის წინ ქალაქ დნიპროში. რუსული სარაკეტო იერიში საცხოვრებელ კორპუსზე, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები,“- თქვა ოსტინმა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განმარტა, რომ რუსეთს იერიში მიაქვს უკრაინელ მოსახლეობაზე, ანადგურებს ისტორიულ ძეგლებს და სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის ელექტროსადგურებს.

„რუსულმა ძალებმა გაანადგურეს კულტურის ცენტრები, ისტორიული შენობები, თეატრები, სპორტული მოედნები, ელექტროსადგურები. რუსეთის მიზანია გატეხოს უკრაინის სულისკვეთება, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. უკრაინელი ხალხის შემართებამ მსოფლიო შთააგონა,“- თქვა ოსტინმა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა დღესვე ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, რომელსაც ვაშინგტონი კიევს მიაწვდის, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებს, სხვა სამხედრო ტექნიკასა და ამუნიციას. ვრცლად იხილეთ აქ.

ლოიდ ოსტინმა პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და ერთიანი ძალისხმევით გააძლიერონ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები.

„ჩვენ ვამაყობთ, ჩვენს ძვირფას მოკავშირებთან და პარტნიორებთან ერთად დგომით და იმით, რომ ერთად ვუჭერთ მხარს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას,“- თქვა ოსტინმა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა მკაფიოდ აღნიშნა პოლონეთის წვლილი უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და კიევისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდების კუთხით. აქვე ოსტინმა მადლობა გადაუხადა გერმანიას, რომ ბერლინი კიევს “პატრიოტების” სისტემებს გადასცემს.




ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი



Photo Gallery:

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი

კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა გამოსვლის დროს მწუხარება გამოთქვა, კიევის ოლქში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ბავშვები და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ემსხვერპლა. ოსტინმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

Tags: ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მსოფლიო ომი უკრაინაში რუსეთ-უკრაინის ომი

Continue Reading

Previous: ნატო რუსეთის მოქმედებებზე დასაკვირვებლად რუმინეთში სათვალთვალო თვითმფრინავებს განალაგებს
Next: პალესტინელები აცხადებენ რომ ისრაელის ჯარმა, დასავლეთ ნაპირზე რეიდის დროს, 9 პალესტინელი მოკლა

კავშირშია

ყარაბაღელი სომხები ამბობენ, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება მიღწეული არ არის ყარაბაღელი სომხები ამბობენ, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება მიღწეული არ არის
  • მსოფლიო

ყარაბაღელი სომხები ამბობენ, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება მიღწეული არ არის

ირანმა ახალი, გაზრდილი რადიუსის დრონი წარმოადგინა ირანმა ახალი, გაზრდილი რადიუსის დრონი წარმოადგინა
  • მსოფლიო

ირანმა ახალი, გაზრდილი რადიუსის დრონი წარმოადგინა

რა ხდება ყარაბაღში – აგიხსნით მარტივად რა ხდება ყარაბაღში – აგიხსნით მარტივად
  • მსოფლიო

რა ხდება ყარაბაღში – აგიხსნით მარტივად

საინტერესო

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას
  • ახალი ამბები

ოპოზიცია ეხმაურება საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმას და მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.