რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ცნობით, რუსეთმა პირველი ბირთვული ქობინები დაამზადა, “პოსეიდონის” სუპერ-ტორპედოებისთვის. “პოსეიდონი” “ინტერკონტინენტური ბირთვული ძრავით აღჭურვილი ატომური ტორპედოა”. ეს არის გიგანტური ტორპედო, რომელსაც შეუძლია სანაპირო ქალაქებს დაარტყას და და დამანგრეველი შედეგები გამოიწვიოს.
“ტასის” ცნობით, “პოსეიდონი” სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა ატომურ გემ “ბელგოროდზე” უნდა განთავსდეს. სააგენტო უცნობი წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ “პოსეიდონი” გემზე გადასატანად მზადაა.
თავის სააახალწლო მიმართვაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, დასავლეთი რუსეთის ნამდვილ მტრად გამოაცხადა უკრაინის ომთან მიმართებაში. პუტინმა ასევე მიანიშნა, რომ რუსეთი ამ ომში უკან არ დაიხევს.
„დამზადდა პირველი პოსეიდონის საბრძოლო მასალები და ბელგოროდის წყალქვეშა ნავი მიიღებს მათ უახლოეს მომავალში“, – იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი”.
ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით დასავლურ მედიას ჯერ არ გადაუმოწმებია და ის მთლიანად რუსულ სააგენტო “ტასის” მიერ გავრცელებულ ცნობას ეყრდნობა.