Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • რუსეთმა დნეპრში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა
  • ახალი ამბები

რუსეთმა დნეპრში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა

NewsGeorgia January 18, 2023
რუსეთმა დნეპრში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა



რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ დნეპრში მომხდარ ტრაგედიასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში. 17 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ნებენზიამ განაცხადა, რომ ენერგოობიექტისთვის ნასროლი რუსული რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომლის დანადგარი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით იყო განთავსებული ქალაქის საცხოვრებელ რაიონში. ნებენზიას თქმით, უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს რომ მისდევდეს, ტრაგედია არ მოხდებოდა.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობამ სარაკეტო დარტყმიდან მალევე განაცხადა, რომ სახლს სავარაუდოდ, მოხვდა რუსული რაკეტა Х-22, რომლის მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.

14 იანვარს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევისას ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნეპრში მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი.

ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 17 იანვარს დასრულდა. მისი შედეგები და მიმდინარე გამოძიების დეტალები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გააცნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებმა. უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ინფორმაციით, რაკეტის აღმოჩენილი ფრაგმენტების იდენტიფიცირების წინასწარი შედეგებით, დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა Х-22 ტიპის, ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც აქვს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ერთადერთ ქვედანაყოფს – შორეული ავიაციის ბომბდამშენთა 52-ე პოლკს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს, დიდი ალბათობით, მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან, Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.

ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის განცხადებებს, რომ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.

Tags: ახალი ამბები დნეპრი ვასილი ნებენზია რუსეთის სარაკეტო დარტყმა

Continue Reading

Previous: კისინჯერი: უკრაინის ნეიტრალიტეტს აზრი აღარა აქვს
Next: ბლინკენი: უკრაინა კვლავაც მიიღებს შეიარაღებას, რომელიც წარმატებისთვის სჭირდება

კავშირშია

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

საინტერესო

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს
  • ახალი ამბები

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • ახალი ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირებული სიტყვებით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
  • ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს
  • ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.