Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • Home
  • საქართველო
  • რუსეთის ტყვეობაში სამი ქართველი მებრძოლია
  • საქართველო

რუსეთის ტყვეობაში სამი ქართველი მებრძოლია

NewsGeorgia იანვარი 23, 2023
რუსეთის ტყვეობაში სამი ქართველი მებრძოლია


მეათე თვეა, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში სამი ქართველი იმყოფება, სამივე მათგანი უკრაინის მოქალაქეა და სამივე ტყვედ, უკრაინის სამხრეთში, 2022 წლის მაისში, ქალაქ მარიუპოლის დაცვის დროს ჩავარდა.

„მე სამზე მაქვს ინფორმაცია, თუმცა შესაძლებელია, ტყვეობაში უფრო მეტი ეთნიკური ქართველი იყოს“

„მე სამზე მაქვს ინფორმაცია, თუმცა შესაძლებელია, ტყვეობაში უფრო მეტი ეთნიკური ქართველი იყოს“ – გვითხრა ლაშა დიაროვმა “ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის” დამფუძნებელმა. ეს ორგანიზაცია ტყვეთა ოჯახებს უკრაინის ხელისუფლებასთან კავშირში ეხმარება.

რუსებს ქართველები ჯერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე, ოლინივკას ტყვეთა ბანაკში ჰყავდათ, სადაც ისინი სასწაულად გადაურჩნენ შარშან, 29 ივლისის აფეთქებას.

მაშინ რუსებმა ოლინივკას კოლონიის სამრეწველო ზონა თავად ააფეთქეს, რის შედეგადაც „აზოვის“ ბატალიონის 50 დატყვევებული ჯარისკაცი მოკლეს და 73 დაჭრეს. ამის შემდეგ, რუსებმა ტყვე ქართველები ისევ ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე, ოღონდ სხვა ქალაქის კოლონიაში გადაიყვანეს.

ოლინივკას ტყვეთა კოლონია სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც 50 უკრაინელი ტყვე დაიღუპა

„თავიდან ვიცი, რომ ძალიან ცუდად ექცეოდნენ, ნაწამებიც იქნება, რადგან, როგორც ტყვეობიდან გამოსულმა უკრაინელებმა თქვეს, სხვადასხვა ფორმით, ყველას აწამებდნენ. 120 კილოგრამს იწონიდა ჩემი შვილი და ახლა როგორც ვიცი ძალიან გამხდარია“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ რუსების ტყვეობაში მყოფი მიხეილ ჭინჭარაულის დედამ, ნანული ჭინჭარაულმა.

“როგორც ტყვეობიდან გამოსულმა უკრაინელებმა თქვეს, სხვადასხვა ფორმით, ყველას აწამებდნენ. 120 კილოგრამს იწონიდა ჩემი შვილი და ახლა როგორც ვიცი ძალიან გამხდარია“

45 წლის მიხეილ ჭინჭარაული საქართველოდან უკრაინაში საცხოვრებლად 2012 წელს გადავიდა, როცა უკრაინელ ქალზე იქორწინა. რამდენიმე წლის შემდეგ, ჭინჭარაული უკრაინის მოქალაქე გახდა. ბოლო წლებში, იგი კიევში, კერძო დაცვის სამსახურში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის დაცვის უფროსად მუშაობდა.

2022 წლის თებერვალის ბოლოს, უკრაინაში რუსი ოკუპანტების შემოჭრის შემდეგ, ჭინჭარაული მაშინვე კიევის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას შეუერთდა.

„რომ არ აეღო იარაღი ხელში, ეს უფრო გამიკვირდებოდა. ჩემი ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა, მე სამაჩაბლოდან ვარ, მიშასთვის დედულეთი სოფელ ქურთა, ისეთივე დიდი სიყვარული იყო, როგორც მამამისის ფუძე – ბადიაური, ვერონა, გომბორი. მშიშარა არასოდეს ყოფილა, სამშობლოს სიყვარულით გავზარდე. მთელ ზაფხულს ქურთაში ატარებდა და ძალიან კარგად იცის, რა არის ოკუპაცია“ – გვიყვება ნანული ჭინჭარაული.

მიხეილ ჭინჭარაულმა, რომელსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოს არმიაში ჰქონდა მოხდილი, ომის დასაწყისში, საბრძოლო ნათლობა კიევის მისადგომებთან მიიღო. როდის და როგორ შეუერთდა იგი მარიუპოლის დამცველებს ზუსტი ცნობები ამის შესახებ დედასაც არ აქვს.

უკრაინის ბატალიონ "აზოვის" მებრძოლი მიხაილო დიანოვი და რუსი ოკუპანტი, ამ პერიოდში ჩავარდნენ ტყვედ ქართველი მებრძოლებიც, მაისი 2022

უკრაინის ბატალიონ “აზოვის” მებრძოლი მიხაილო დიანოვი და რუსი ოკუპანტი, ამ პერიოდში ჩავარდნენ ტყვედ ქართველი მებრძოლებიც, მაისი 2022

„მე ამის შესახებ არ ვიცოდი, რადგან პროფესიონალი სამხედრო არ იყო, მეგონა ისე კიევში „ტერ-ობორონაში“ დარჩა. როცა რუსებმა კიევის ოლქიდან უკან დაიხიეს, მარიუპოლის დასაცავად წასულა, საშინელი ჯიუტია და იმიტომ!

„რომ არ აეღო იარაღი ხელში, ეს უფრო გამიკვირდებოდა. ჩემი ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა, მე სამაჩაბლოდან ვარ, მიშასთვის დედულეთი სოფელ ქურთა, ისეთივე დიდი სიყვარული იყო, როგორც მამამისის ფუძე – ბადიაური, ვერონა, გომბორი. მშიშარა არასოდეს ყოფილა, სამშობლოს სიყვარულით გავზარდე

ზუსტი დრო როდის და რითი ჩავიდა ალყაშემორტყმულ მარიუპოლში არ ვიცი. ბოლოს იბრძოდა „აზოვსტალში“ და ის ჯოჯოხეთიც გამოიარა. მე მაისში გავიგე რომ ტყვედ ჩავარდნილა, მაგის უფროსს დავურეკე, ჯერ არ მეუბნებოდა, მერე მითხრა, არ ინერვიულო ცოცხალია და ტყვედ არისო, თან დაჭრილი იყო“ – გვითხრა ნანული ჭინჭარაულმა.

მიხეილ ჭინჭარაულის დედა ამბობს, რომ თავიდან როგორც სხვა ტყვეებს, ისე მიშასაც ელემენტარული პირობები არ ჰქონდა, მას შემდეგ რაც ტყვეები ოლინივკიდან სხვაგან გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.

„ახლა როგორც ვიცი ჯანმრთელობის მხრივ, შედარებით უკეთ არის. ვიცი, რომ დიდი ხანია არის გაცვლის სიაში. მეც ვიყავი თბილისში უკრაინის საელჩოში, „წითელ ჯვარსაც“ აქვს მისი მონაცემები. მინდა უკრაინის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მივმართო, რომ გააქტიურდნენ, ჩემი შვილიც და ის ორი ქართველიც უკრაინას იცავდნენ იქ და აუცილებელია, რაც შეიძლება მალე, მათი ტყვეობიდან გამოხსნა“.

უკრაინის ქალაქ ლვივში, აგრესორი რუსეთისგან უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ

უკრაინის ქალაქ ლვივში, აგრესორი რუსეთისგან უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ

მეათე თვეა ტყვეობაშია 58 წლის ზაქარია ნონიაშვილი, იგი ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაიბადა და გაიზარდა. უკრაინაში საცხოვრებლად, 40 წლის წინ წავიდა, ქალაქ მარიუპოლში მას ოჯახი ჰყავდა და საკუთარი სადურგლო ჰქონდა. ომის დაწყების დღიდან, უკრაინელ მეუღლესთან ტატიანა ნონიაშვილთან ერთად, მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას შეუერთდა.

ცოლ-ქმარი ნონიაშვილები ტყვედ 19 მაისს ჩავარდნენ, როცა მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის 107-ე და 109-ე ბრიგადის 65 ჯარისკაცი პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილა და „აზოვსტალის“ ტერიტორია დატოვა. ტატიანა და ზაქარია ნონიაშვილებიც თავიდან ოლინივკას ტყვეთა კოლონიაში ჰყავდათ.

„ის არ იყო სამხედრო, იყო დურგალი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან დაასახელა ის ჩინი, რაც საბჭოთა არმიაში სამსახურისას ჰქონდა. ის იყო მოხალისე, რომელიც საკუთარ ოჯახს და ქალაქს იცავდა. ოლინივკას შემდეგ, როგორც ვიცი ტყვეობაში შედარებით ადექვატურად ექცევიან, ზამთარში ჩაურთავთ გათბობა, აქვს პირველადი მოხმარების საგნები

2022 წლის ნოემბერში, ტატიანას ტყვეთა გაცვლის პროცესი შეეხო. გათავისუფლების შემდეგ, მას რეაბილიტაცია დასჭირდა, ამიტომ საცხოვრელად ქალაქ დნიპროში გადავიდა, სადაც უკრაინელი ჯარისკაცების და ყოფილი ტყვეებისთვის სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობს. სამწუხაროდ, ტატიანა ნონიაშვილი შვილ ლიანა ნონიაშვილთან და დედასთან ერთად, 14 იანვარს, დნიპროზე სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა.

ტყვეობაში მყოფი ზაქარია ნონიაშვილის მდგომარეობის შესახებ, ოჯახს დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდა ინფორმაცია. იგი ჩანს რუსი ოკუპანტების გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც სამხედრო ჩინს ასახელებს.

„ის არ იყო სამხედრო, იყო დურგალი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან დაასახელა ის ჩინი, რაც საბჭოთა არმიაში სამსახურისას ჰქონდა. ის იყო მოხალისე, რომელიც საკუთარ ოჯახს და ქალაქს იცავდა. ოლინივკას შემდეგ, როგორც ვიცი ტყვეობაში შედარებით ადექვატურად ექცევიან, ზამთარში ჩაურთავთ გათბობა, აქვს პირველადი მოხმარების საგნები, კბილის ჯაგრისი, საპონი… ყოველ დღე, ველოდით რომ ტყვეთა გაცვლაში მოხვდებოდა, და უცებ ახლა ამხელა ტრაგედია მოხდა, არ ვიცი როგორ გადაიტანს. ყველას ვთხოვ დაგვეხმარონ, ზაქროს გასათავისუფლებლად“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ზაქარია ნონიაშვილის დამ ნონა ნონიაშვილმა.

რუსების ტყვეობიდან დახსნილი უკრაინელი ქალი სამხედროები, ოქტომბერი, 2022

რუსების ტყვეობიდან დახსნილი უკრაინელი ქალი სამხედროები, ოქტომბერი, 2022

„ვიცი, რომ ამჟამად, ჯანმრთელობის კუთხით სამივე მათგანი ნორმალურად არის. თავიდან მოპყრობა არ იყო სახარბიელო. ერთ-ერთი ტყვე ქართველის ოჯახის წევრისგან ვიცი. აქვს მას კომუნიკაცია, რომ ამ წუთას შედარებით ნორმალურ პირობებში არის. მესამე ტყვე ქართველიც არის გმირი, პატრიოტი, რომელიც ბოლომდე წუთამდე იცავდა „აზოსტალს“, დედის თხოვნით მის სახელს და გვარს არ ვასახელებ“ – ამბობს ლაშა დიაროვი.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 3400-მდე უკრაინელი სამხედრო რჩება. ტყვეთა გაცვლით, უკრაინამ დაახლოებით, 1400-მდე სამხედრო დაიბრუნა. ამჟამად, თურქეთის შუამავლობით, ტყვეთა გაცვლის კიდევ ერთი პროცესი მზადდება.

"აზოვსტალის" მებრძოლი მიხაილო დიანოვი ტყვეთა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდა, სექტემბერი, 2022

“აზოვსტალის” მებრძოლი მიხაილო დიანოვი ტყვეთა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდა, სექტემბერი, 2022

კრემლი თავდაპირველად კატეგორიული წინააღმდეგი იყო ტყვეთა გაცვლა მარიუპოლის მცველებს, „აზოვის“ ბატალიონის, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებს შეხებოდათ და მათზე, საჩვენებელი „პროცესების“ გამართვასაც კი გეგმავდა. თუმცა, იმის გამო, რომ ტყვედ დიდი რაოდენობით, რუსი ოკუპანტებიც ჩავარდნენ, მოსკოვი იძულებული გახდა, მარიუპოლის მცველების გაცვლაც დაეწყო.

„მარიუპოლის დამცველები იცავდნენ თავის მიწას. მათ რუსებისგან განსხვავებით, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ისინი არ დასხმიან თავს სამოქალაქო მოსახლეობას

„მარიუპოლის დამცველები იცავდნენ თავის მიწას და სამშობლოს, ისინი, ჩვეულებრივი სამხედრო კომბატანტები არიან. მათ რუსებისგან განსხვავებით, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ისინი არ დასხმიან თავს სამოქალაქო მოსახლეობას, პირიქით, თავისი გმირული ბრძოლით ბოლომდე იცავდნენ მარიუპოლის მოსახლეობას. შესაბამისად, მათზე ვრცელდება ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ, თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის 2022 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ტერირორიაზე გადაყვანილ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელი ტყვეების უფლებები მასობრივად ირღვევა. ტყვედ ჩავარდნილებს ჯერ სცემდნენ, შემდეგ ართმევდნენ პირად ნივთებს. ტრასპორტირების დროს მათ სპეცსახვევით, ჰქონდა შეხვეული თვალები და ხელები, არ აძლევდნენ წყალს და ტუალეტში შესვლის უფლებას.

კოლონიებში ე.წ „დახვედრის“ დროს სცემდნენ, ემუქრებოდნენ, ძაღლებს უქსევდნენ, აშიშვლებდნენ და აიძულებდნენ ერთ პოზაში დიდი ხნის მანძილზე ყოფილიყო. ოლინივკას კოლონიაში აწამებდნენ ელექტრო შოკით და სამხედრო-საველე ტელეფონით

კოლონიებში ე.წ. „დახვედრის“ დროს ისევ სცემდნენ, ემუქრებოდნენ, ძაღლებს უქსევდნენ, აშიშვლებდნენ და აიძულებდნენ ერთ პოზაში დიდი ხნის მანძილზე ყოფილიყო. ოლინივკას კოლონიაში, მასიურად სცემდნენ ხელჯოხებით, ჩაქუჩებით, აწამებდნენ ელექტრო შოკით, ასევე საბჭოთა წარმოების სამხედრო-საველე ტელეფონების მეშვეობით. დაკითხვის დროს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტელეფონის კაბელს უერთებდნენ და დენს ურტყამდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი წამების შედეგად, რუსებმა ტყვეობაში სულ მცირე 10 უკრაინელი სამხედრო მოკლეს. ტყვეების წამების მეთოდებში ასევე შედიოდა: დანით და ტრავმატული იარაღით დაჭრა, სიგარეტით დაწვა, სიკვდილით დასჯის იმიტაცია, სექსუალური ძალადობა.

ტყვე ქალ სამხედროებს აიძულებდნენ გაშიშვლებას და ოკუპანტების წინაშე ოთახიდან ოთახში გადარბენას. რეგულარული იყო ფსიქოლოგიური მუქარა, რომ უკრაინა უკვე დამარცხდა და მათ სახლში აღარავინ ელოდება.

გაეროს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჟენევის კონვენციის მოთხოვნება რუს ტყვეებთან დაკავშირებითაც ხშირად ირღვევა.

ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები, ნოემბერი, 2022

ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები, ნოემბერი, 2022
Tags: ომი უკრაინაში საქართველო

Continue Reading

Previous: მართლა იყო სოჭი საქართველო?
Next: კასიანოვი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას

კავშირშია

კასიანოვი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას კასიანოვი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას
  • საქართველო

კასიანოვი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას

მართლა იყო სოჭი საქართველო? მართლა იყო სოჭი საქართველო?
  • საქართველო

მართლა იყო სოჭი საქართველო?

უკრაინის გაერთიანების დღე თბილისში უკრაინის გაერთიანების დღე თბილისში
  • საქართველო

უკრაინის გაერთიანების დღე თბილისში

საინტერესო

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად „ენერგეტიკული ჰაბი” გახსნა ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად „ენერგეტიკული ჰაბი” გახსნა
  • ახალი ამბები

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად „ენერგეტიკული ჰაბი” გახსნა

Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა
  • ახალი ამბები

Bloomberg: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა

აზიაში გაციება აზიანებს ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებიც უკვე იბრძვიან კოვიდთან დაკავშირებით აზიაში გაციება აზიანებს ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებიც უკვე იბრძვიან კოვიდთან დაკავშირებით
  • უცხოური სიახლეები

აზიაში გაციება აზიანებს ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებიც უკვე იბრძვიან კოვიდთან დაკავშირებით

სასიკვდილო დარბევა ჯენინში სასიკვდილო დარბევა ჯენინში
  • უცხოური სიახლეები

სასიკვდილო დარბევა ჯენინში

Davos 2023 Dnipro Germany Greta Thunberg NATO Ukraine war USA Vladimir Putin აშშ ახალი ამბები გაზი როგორც იარაღი გერმანია დნეპრი ევროკავშირი ეკონომიკა ვაგნერი ვიდეო ვლადიმირ პუტინი თურქეთი ინტერვიუ კულტურა მთავარი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ნავთობი ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის ომი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში რუსული ნავთობი საზოგადოება სანქციები სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველო სოლედარი სპორტი ტანკები უკრაინა უკრაინა რუსეთის ომი უკრაინის ომი

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.