რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომელიც რუსეთის საზღვრის მანქანით გადაკვეთისას თარიღისა და დროის წინასწარი შეყტობინების ვალდებულებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადება ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ევგენი მოსკვიჩოვმა წარადგინა.
„რუსეთში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები გავრცელდება როგორც რუსეთის მოქალაქეების, ისე უცხოელების კუთვნილ ავტომანქანებზე. ამის შესახებ სააგენტო ტასსი იტყობინება. კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა სახელმწიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში.
საზღვრის კვეთის ეს პროცედურა, სავარაუდოდ, 1 მარტიდან ერთი წლის ვადით ამოქდდება.
მძღოლები თარიღისა და დროს დაჯავშნას შეძლებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის პლატფორმის მეშვეობით.
მეორე მოსმენით კანონპროექტს დღეს, 24 იანვარს უნდა უყარონ კენჭი.
სექტემბერში, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. სახმელეთო საზღვრებზე მრავალკილომეტრიანი რიგი შეიქმნა. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მისი სიგრძე 20 კილომეტრზე მეტს აღწევდა. საღვრის კვეთის მსურველბს რიგში ორი დღის განმავლობაში უწევდათ დგომა. 21 სექტემბრის შემდეგ პირველ სამ დღეში მხოლოდ საქართველოს საზღვარი თითქმის ხუთი ათასმა ავტომობილმა გადაკვეთა.