Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • რუსეთი შესაძლოა უკვე დეფოლტში იყოს – “მუდი”
  • პოლიტიკა

რუსეთი შესაძლოა უკვე დეფოლტში იყოს – “მუდი”

NewsGeorgia January 15, 2023
რუსეთი შესაძლოა უკვე დეფოლტში იყოს – “მუდი”



კომპანია „მუდის“ განცხადებით, რუსეთი შესაძლოა უკვე დეფოლტში იყოს, რადგან მან დოლარიანი ბონდების მომსახურება რუბლებით სცადა. შესაძლოა ეს ვითარება დღემდე ყველაზე უფრო მწვავედ აჩვენებს იმის შედეგებს, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვის დასავლური ფინანსური სისტემიდან გამორთვას მოჰყვა.

თუ გამოცხადდება, რომ მოსკოვი დეფოლტშია, ეს 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, უცხოურ ბონდებზე რუსეთის პირველი დიდი დეფოლტი იქნება, თუმცა კრემლი აცხადებს, რომ დეფოლტისკენ მას დასავლეთი, თავისი დამანგრეველი სანქციებით უბიძგებს.

4 აპრილს, რუსეთმა ორ სუვერენულ ბონდზე, რომელთა დაფარვის ვადები მოსკოვს 2022 და 2042 წლებში გადის, გადახდები დოლარის ნაცვლად რუბლებით განახორციელა, თუმცა ფასიანი ქაღალდების პირობების მიხედვით, გადახდა დოლარში უნდა მომხდარიყო.

რუსეთი „შესაბამისად, შესაძლოა „მუდის“ განსაზღვრის თანახმად, უკვე დეფოლტში ჩაითვალოს, თუ 4 მაისამდე – საშეღავათო პერიოდის გასვლამდე – ეს არ გამოსწორდება“, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ბონდების კონტრაქტები არ შეიცავს პირობებს, რომელიც დოლარის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ვალუტით გადახდას ითვალისწინებს“ – ამბობს ის.

„მუდიმ“ განაცხადა, რომ 2018 წლის შემდეგ გამოცემული ზოგიერთი რუსული ევრობონდი, გარკვეულ პირობებში რუბლებით გადახდის საშუალებას იძლევა. მაგრამ, 2018 წლამდე გამოცემული ბონდები, ისეთები, როგორიცაა ბონდები, რომელთა დაფარვის ვადა 2022 და 2042 წელს გადის, ამის საშუალებას არ იძლევა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ, სააგენტო „როიტერს“ პარასკევს ამ საკითხზე კომენტართან დაკავშირებით, პასუხი არ გასცა. ამ თვის დასაწყისში, ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა გაზეთ „იზვესტიას“ უთხრა, რომ თუ რუსეთს დეფოლტს აიძულებენ, ის სამართლებრივ ქმედებას მიმართავს.

Tags: ახალი ამბები ბონდები დეფოლტი დოლარი ევრობონდი ეკონომიკა პოლიტიკა რუბლი რუსეთი ფინანსური

Continue Reading

Previous: Creedence Clearwater Revival-ის ჯონ ფოჯერტი მუსიკის უფლებებს იგებს
Next: ქალაქ სოლედარში 559 მოქალაქე რჩება, მათ შორის, 15 ბავშვი – პაველ კირილენკო

კავშირშია

უნგრეთის ვეტო ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებებს ემუქრება უნგრეთის ვეტო ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებებს ემუქრება
  • პოლიტიკა

უნგრეთის ვეტო ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებებს ემუქრება

თავდაცვის ხარჯები, უკრაინა და ტრამპი: რას ველით NATO-ს ჰააგის სამიტისგან თავდაცვის ხარჯები, უკრაინა და ტრამპი: რას ველით NATO-ს ჰააგის სამიტისგან
  • პოლიტიკა

თავდაცვის ხარჯები, უკრაინა და ტრამპი: რას ველით NATO-ს ჰააგის სამიტისგან

„ოცნება“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონსაც ცვლის და რიგ უფლებებს ზღუდავს „ოცნება“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონსაც ცვლის და რიგ უფლებებს ზღუდავს
  • პოლიტიკა

„ოცნება“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონსაც ცვლის და რიგ უფლებებს ზღუდავს

საინტერესო

აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკულ ბაზაზე ირანის იერიშს ეხმაურება: ველოდით და ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდით აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკულ ბაზაზე ირანის იერიშს ეხმაურება: ველოდით და ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდით
  • ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკულ ბაზაზე ირანის იერიშს ეხმაურება: ველოდით და ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდით

ტრამპი მედვედევზე: ნუთუ მან ეს მართლა თქვა? მედვედევი პასუხად: რუსეთს არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს ტრამპი მედვედევზე: ნუთუ მან ეს მართლა თქვა?
მედვედევი პასუხად: რუსეთს არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს
  • ახალი ამბები

ტრამპი მედვედევზე: ნუთუ მან ეს მართლა თქვა? მედვედევი პასუხად: რუსეთს არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად
  • ახალი ამბები

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი
  • ახალი ამბები

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.