Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • რუსეთი აცხადებს საქართველოს საზღვართან “უკრაინის ჯაშუშის” დაკავებაზე
  • ახალი ამბები

რუსეთი აცხადებს საქართველოს საზღვართან “უკრაინის ჯაშუშის” დაკავებაზე

NewsGeorgia January 17, 2023
რუსეთი აცხადებს საქართველოს საზღვართან “უკრაინის ჯაშუშის” დაკავებაზე

დსთ-ს წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ეჭვმიტანილია უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

ცნობაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. ასევე არ არის ცნობილი, რა მიმართულებით გადაკვეთა მან „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი.

უწყების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ „მამაკაცმა მობილურ მოწყობილობაში შენახული, Telegram მესენჯერში არსებული მიმოწერა წარმოადგინა, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ ის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ ფოტოებს და ვიდეოებს უკრაინულ მხარეს საკონტაქტო პირს აწვდიდა.”

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იძიებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე (“ჯაშუშობა”) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნით, წერს სააგენტო “ტასსი”.

Tags: ახალი ამბები

Continue Reading

Previous: ბელგოროდში 7 რუსი სამხედრო დაიღუპა მათ განლაგებაში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად
Next: ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას

კავშირშია

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს
  • ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
  • ახალი ამბები

CNN: აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
  • ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

საინტერესო

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • ახალი ამბები

თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.